ავტორი:

როგორი იქნება ოქტომბერი კუროებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ოქტომბერი კუროებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი

ყოველდღიური საქმეები, რუტინა და ჯანმრთელობის საკითხები გახდება თქვენთვის უმნიშვნელოვანესი. შეიძლება ადრე მკურნალობდით და ოქტომბერში იგრძნობთ შედეგს. აგრეთვე კარგი თვეა პროფილაქტიკური მკურნალობის ჩასატარებლად. სამსახურში მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ დეტალებისადმი. განსაკუთრებით, თუ ფულთან გაქვთ შეხება. თუ მოინდომებთ და სურვილიც გაქვთ, კარიერაში წარმატებას მიაღწევთ, დაწინაურდებით. დაიმსახურებთ კეთილგანწყობას კოლეგებში. ზოგიერთი, ვინც მაძიებელი იყავით, იშოვით თქვენთვის შესაფერის სამსახურს.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში მოგინდებათ სწავლა, ინფორმაციებისადმი გაგიმძაფრდებათ ყურადღება. თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება გარშემო მყოფების აზრი, შეიძლება მათი მოსაზრებების გათვალისწინებით იმოქმედოთ. ოქტომბრის შუადან დაიწყეთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. მხოლოდ ერთგულ ადამიანებთან იქონიეთ კონტაქტი, ვინც თუ შეცდომებს აღმოგიჩენთ, დაგეხმარებათ მათ გამოსწორებაში. თავადაც დაკვირვებული იყავით, რას ამბობთ და ვისთან. ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ არ გაგიფუჭოთ საქმეები ან დამოკიდებულება ადამიანთან. საქმიანი შეხვედრებისას დააკვირდით რას ამბობენ თქვენი ოპონენტები. თვის ბოლოს საშუალება მოგეცემათ, განიხილოთ ძველი იდეები, გადახედოთ მათ, შეიტანოთ კორექტივები.

ფული და სიყვარული

სიყვარულის გამოხატვა მოგინდებათ შვილების მიმართ, შეიძლება განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები ან ფული დახარჯოთ გართობაზე, ბავშვებზე. ზოგიერთი თავით გადაეშვება სასიყვარულო თავგადასავალში. მარტოხელებს გირჩევთ, არ გააიდეალოთ ახალგაცნობილები. შეიძლება ძალიან მალე იმედგაცრუებული დარჩეთ. მამაკაცებს საშუალება მოგეცემათ, მეტი სიყვარული გამოხატოთ საყვარელი ქალის მიმართ. გაანებივროთ ძვირფასი საჩუქრებით. ქალებს მოუნდებათ სამკაულების ყიდვა, შეიძლება დამზადებაც, ხელოვნებასთან მიახლოება. დაოჯახებულებმა მეტი დრო გაატარეთ შინ, შვილების გვერდით. რაც შეეხება ფინანსებს, არსებობს შანსი, რომ მიიღოთ სარგებელი ადრე შესრულებული პროექტებისგან. თუმცა, ფული შეიძლება აზარტულ თამაშებში ან ლატარიაში მოიგოთ.

ჯანმრთელობა

აქტიურობის პლანეტა თავისთვის რთულ პოზიციაშია. შესუსტებულია თქვენი აქტიურობაც. შეიძლება ზოგიერთ თემასთან დაკავშირებით დაგეუფლოთ შიშები, ან მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები გზღუდავენ. მოერიდეთ რთულ, ძალისმიერ სპორტის სახეობებს, ფიზიკურად ზედმეტად გადაღლას.

ქალებისთვის

დაგეგმილი საქმეები შეასრულეთ, სპონტანურსა და სასწრაფოს ნურაფერს შეასრულებთ. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას. განსაკუთრებით, როცა საკითხი ბიზნესს, სამსახურს ეხება. ეცადეთ, მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იკითხოთ რჩევა გამოცდილი ადამიანებისგან, გაანალიზოთ სიტუაცია ყოველმხრივ. თუ მოთმინებით აღიჭურვებით, გააუმჯობესეთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა არავის ატკინოს გული. გაუფრთხილდით პარტნიორის გრძნობებს.

მამაკაცებისთვის

ვარსკვლავები თქვენ მხარეზე არიან და ისარგებლეთ მომენტით, აქტიურად იმოქმედეთ. განახორციელებთ ახალ იდებს და შეიძლება გარშემო მყოფებსაც დაეხმაროთ მათი ოცნებების ახდენაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან, თანამოაზრეებთან. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ფული სხვადასხვა წყაროდან. მიიღოთ.

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა და სიყვარული...

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - რას გიმზადებთ მომავალი თვე?

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მობილიზდეთ..."