ავტორი:

როგორი ოქტომბერი ექნებათ თხის რქებს - ფინანსური და სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი ოქტომბერი ექნებათ თხის რქებს - ფინანსური და სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი

სამსახური და კარიერული მიღწევები გახდება თქვენთვის უმთავრესი. მეტად უნდა მოინდომოთ, იყოთ მიზანსწრაფული, გამოავლინოთ შრომისმოყვარეობა, რომ მიაღწიოთ სასურველს. თუმცა, ნურც დიპლომატიურობას დაივიწყებთ და ეცადეთ, შელაპარაკება კამათში არ გადაზარდოთ. ამბიციური უნდა იყოთ, მაგრამ არა ისე, რომ რეპუტაცია შეგელახოთ. შეარჩიეთ ხელსაყრელი დრო და დაელაპარაკეთ უფროსს, მოითხოვეთ ხელფასის მომატება, დაწინაურება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, მეტი დრო გაატარეთ თანამოაზრეების გვერდით, განიხილეთ ახალი იდეები და ეს ყველაფერი შუა ოქტომბრამდე. მერე გონების მმართველი პლანეტა - მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) გახდება და გაგიჭირდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. არ მოგინდებათ ავტორიტეტების მოსაზრებების გათვალისწინება და მოგინდებათ ყველაფრის საკუთარი სურვილით შესრულება. მოერიდეთ დაპირიპირებას გავლენიან ადამიანებთან. საქმიანი პარტნიორები და მეგობრები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან, მთავარია, თავად მიმართოთ დახმარებისთვის. გაფრთხილდით, ოქტომბრის ბოლოს შეიძლება გიღალატოთ ადამიანმა, ვისი იმედიც გქონდთ და ენდობოდით.

ფული და სიყვარული

მარტოხელა თხის რქებმა შეიძლება პარტნიორის მოძებნა ინტერნეტით გადაწყვიტონ და ისიც უცხოელი ან უცხო კულტურის, რელიგიის. უკვე შეყვარებულებმა ნაკლები ყურადღება მიაქციეთ საყვარელი ადამიანის სიტყვეს და მეტი - მის ქცევას. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საყვარელ ადამიანთან რაღაცას ათანხმებთ. ზოგიერთმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოს. ან საყვარელი ადამიანი გაიხადოს პარტნიორად ბიზნესსაქმიანობაში. ფული მოზომილად ხარჯეთ. თუმცა, მატერიალური მდგომარეობა შეიძლება საზღვარგარეთიდან მიღებული ფინანსებითაც კი გაიუმჯობესოთ.

ჯანმრთელობა

აქტიური იქნებით ბინის კეთილმოწყობაში, ნათესავებთან მიმოსვლაში და შეიძლება ეს ჩათვალოთ ვარჯიშად. სპორტდარბაზში ყოფნისას ნუ გადაიტვირთებით, განსაკუთრებით, სიმძიმეების აწევისას.

ქალებისთვის

სამსახურში დატვირთული იქნებით საქმეებითა და ვალდებულებებით, მაგრამ ნუ გაიფუჭებთ კოლეგებთან დამოკიდებულებას. მოერიდეთ კრიტიკას, მწარე ხუმრობებს. კოლეგების დახმარებით გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს.

მამაკაცებისთვის

მრავალფეროვანი თვე გელით. დაკვირვებულიც უნდა იყოთ, შრომისმოყვარეც, გართობისთვისაც მოიცალოთ და საოჯახო საქმეებისთვისაც. თხის რქების უმეტესობას გელით საჩუქრები და სიურპრიზები, მზრუნველობა საყვარელი ადამიანისგან. მაგრამ სიფრთხილე მოგეთხოვებათ საქმიან პარტნიორებთანაც და მეგობრებთანაც. მგზავრობისასაც და საქმეების წარმოების დროსაც. კარგი იქნება, თუ დაესწრებით საგანმანათლებლო მასტერკლასებს, ლექციებს. თანამოაზრებთან თათბირის დროს უამრავი ახალი იდეა დაგებადებათ.

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა და სიყვარული...

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - რას გიმზადებთ მომავალი თვე?

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მობილიზდეთ..."