ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ ქალწულებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ ქალწულებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის:

თვის ზოგადი ტენდენციები

სამსახურის საქმეები, ყოველდღიური ვალდებულებები და ჯანმრთელობის თემები იქნება თქვენთვის აქტუალური. სურვილი გაგიჩნდებათ მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების. ზოგიერთმა შეიძლება უცხო ენის შესწვლა ან გაღრმავება გადაწყვიტოთ. თებერვალში მომხდარი ამბები მიიღეთ მშვიდად, მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას, მათთვის ჭკუის დარიგებას. თუ მოინდომებთ, დაწინაურების შანსი გაქვთ და გააქტიურდით საკუთარი კეთილდღეობისთვის. თვის ბოლოს მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებას.

11 თებერვლის შემდეგ ყველა ვალდებულებას შემოქმედებითად მიუდგებით. თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ. იყავით მეტად თავდაჯერებული, გახსოვდეთ, რომ თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. თვითდისციპლინირებული ხართ და ეს თვისება კარგ შედეგს მოგიტანთ.

27 თებერვლის შემდეგ ნუ დაკარგავთ დროს არაფრისმომცემ საქმეება და ურთიერთობებზე. მეტად იყავით ორიენტირებული საკუთარ კეთილდღეობაზე, მატერიალური დოვლათის დაგროვებაზე. თუმცა, ფულზე გამოკიდებულს პირადი ცხოვრება ნუ დაგვიწყდებათ. იყავით მეტად რომანტიკული. ზოგიერთებს ცვლილებები მოგინდებათ და შეიძლება იმიჯიც კი შეიცვალოთ.

კარიერა და ბიზნესი

თვის მეორე ნახევარში ახალი პროექტებისთვის მოემზადეთ, მანამდე კი დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. ზოგიერთს სარფიანი ხელშეკრულების გაფორმება გელით. დაიცავით თქვენი ინტერესები, ვალდებულებების შესრულება ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს და მატერიალური ანაზღაურება მაინც უნდა მიიღოთ შესაფერისი. გირჩევთ, შეკრიბოთ თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელთან ერთადაც პროდუქტიულად იმუშავებთ, თუმცა მოთმინებითაც უნდა აღიჭურვოთ. თუ თქვენი მუშაობა მომსახურებასთანაა კავშირში, მოიმატებს კლიენტების რაოდენობა.

სიყვარული

ხშირად უნდა შეხვდეთ მეგობრებს, დაესწროთ წვეულებებს, სწორედ აქ შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააჩაღოს კოლეგასთან. თუ ხვდებით, რომ ადამიანს მოსწონხართ, მაგრამ უჭირს პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, გამოიჩინეთ ინიციატივა. დაოჯახებულება მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით. ერთად მოგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. მოერიდეთ საყვარელი ადამიანის ღალატს, მცირე ფლირტი თვითშეფასებას აგიმაღლებთ, მაგრამ ზედმეტად ნუ გარისკავთ.

ჯანმრთელობა

თუ გსურთ, სამსახურში მეტ წარმატებას მიაღწიოთ, პერიოდულად უნდა გამონახოთ დრო დასვენებისთვის, ძალების აღდგენისთვის. გაფრთხილდით, საწარმოოო ტრავმამ არ დაგაზარალოთ. აგრეთვე, სიფრთხილე გმართებთ ცხოველებთან მიმართებაში. გამონახეთ დრო სრული სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად. კარგი იქნება, თუ თებერვალში შეძლებთ დიეტის დაცვას და ვარჯიშის დაწყებას.

როგორი თებერვალი ექნებათ კირჩხიბებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ მერწყულებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ მშვილდოსნებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი