ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ თევზებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ თევზებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის:

თვის ზოგადი ტენდენციები

თვის პირველ ნახევარში მეტად მოგინდებათ განმარტოება, საკუთარ თავში, სურვილებში გარკვევა. შეიძლება ასე თქვენზე დაუსრულებელმა საახალწლო დღესასწაულებმა იმოქმედეს. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით სიმშვიდეში დაისვენებთ. ფიზიკურ და სულიერ ძალებს აღიდგენთ. 19 თებერვლის შემდეგ მეტად უნდა გახდეთ ორიენტირებული საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე, საზოგადოებაში თქვენი ადგილი ღირსეულად უნდა დაიმკვიდროთ. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ იმიჯის, სტილის შეცვლა.

11 თებერვლის შემდეგ მოგინდებათ განმარტოება, საკუთარ თავში გარკვევა. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს საავადმყოფოსთან ან ციხესთან დაკავშირებული ადამიანი. კარგ შედეგს მოგიტანთ ლოცვა, მედიტაცია, არტთერაპია, შემოქმედებითი იდეების განხორციელება.

27 თებერვლის შემდეგ შეიძლება გახშირდეს კამათი არსებულ პარტნიორთან განსხვავებული მოსაზრებების გამო. შეიძლება გამოვლინდეს პარტნიორის ისეთი საქმეები, რაც დაგაფიქრებთ, ღირს კი მასთან მომავალში ურთიერთობის გაგრძელება. თუ მარტოხელა ხართ, შანსი გეძლევათ, რომ ახალი ურთიერთობები დაიწყოთ.

კარიერა და ბიზნესი

იყავით დაკვირვებული, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ეცადეთ, გარკვევით წარმოთქვათ ის, რაც გსურთ და საქმიან პარტნიორსაც გაამეორებინეთ ნათქვამი, თუ რამე ვერ გაიგეთ. არავის მოატყუებინოთ თავი. დააკვირდით საკუთარ ემოციებსა და ინტუიციას. შეიძლება გაგიტაცოთ ფენტეზის ჟანრის ფილმებმა. ზოგიერთმა კი თავადაც სცადოს მწერლობაში ძალა.

სიყვარული

ვარსკვლავებისგან ერთადერთი გაფრთხილება გაქვთ, ნუ შეიყვარებთ ადამიანს, რომელიც თქვენი ღირსი არაა. მოერიდეთ ფარული სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას, თუნდაც თქვენი სოციალური სტატუსის გამო. ან თუ უკვე გაქვთ ასეთი, ის შეიძლება გამოვლინდეს. კიდევ ერთი ვარიანტია, თქვენს მომავალ პარტნიორს შეიძლება ფარული შიშები და კომპლექსები ჰქონდეს. ფრთხილად იმოქმედეთ, გულგატეხილი არ დარჩეთ.

ჯანმრთელობა

პატარა მიზნებს ადვილად მიაღწევთ, ენერგიული და იმპულსური ხართ. გახშირდება კონტაქტები და-ძმებთან, ნათესავებთან. მოერიდეთ აგრესიულობას გარშემო მყოფებთან. ემოციები უნდა აკონტოლოთ. მოუფრთხილდით მხრებს, ხელებს განსაკუთრებით ფიზიკური აქტიურობისას. განსაკუთრებით თუ ართრიტი ან ართროზი გაწუხებთ.

როგორი თებერვალი ექნებათ ტყუპებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ამაღამ 2021-ის პირველი სავსემთავრეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და ვინ რა უნდა მოიმოქმედოს საკუთარი კეთილდღეობისთვის

რა ელით თებარვალში ლომებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი