ავტორი:

როგორია აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "მოვლენები პირად ურთიერთობებში შეიძლება მოულოდნელი სიუჟეტით განვითარდეს"

როგორია აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "მოვლენები პირად ურთიერთობებში შეიძლება მოულოდნელი სიუჟეტით განვითარდეს"

ადამიანები რეალურად შეაფასეთ, მოერიდეთ მათ გაიდეალებას. უამრავი საქმე და ვალდებულება მოგემატებათ. ნათესავებზე მზრუნველობა უამრავ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ეცადეთ, სხვისი პრობლემების მოგვარების გამო არ დაკარგოთ საკუთარ თავი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აკონტროლეთ სიტუაცია (რაც შეცდომების დაშვებისგან დაგიცავთ), მაგრამ არც საკუთარ თავზე გაწყენთ მზრუნველობა. შუა აპრილში შეიძლება თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მიაგნოთ, რაც კარიერული წინსვლისთვის დაგეხმარებათ. შეხვდებით უამრავ საინტერსო ადამიანს. მოსალოდნელია მივლინება, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება.

ვარსკვლავები გირჩევენ, აპრილში გადაწყვეტილებები დაკვირვებით მიიღოთ. მოვლენები პირად ურთიერთობებში შეიძლება მოულოდნელი სიუჟეტით განვითარდეს. თუმცა, სანერვიულო არაფერი გაქვთ.

  • სამსახური და ფინანსები

გლობალური ცვლილებები გელით სამსახურში. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობება ონლაინ დაარეგულირეთ. საქმებისა და ვალდებულებების შესრულება დაღლილობასაც კი მოგანიჭებთ. არ იზარმაცოთ და გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, რამაც შეიძლება მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესოთ.

უცხოელ კოლეგებთან მუშაობა კარგ გამოცდილებასაც მოგიტანთ. გამოგიჩნდებათ ახალი საქმიანი პარტნიორები, რომლებსაც საიმედოობაზე რომ გამოცდით, გვერდიდან აღარ მოიცილებთ. მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. რთული მომენტები კოლეგებთან ერთად განიხილეთ და კიდევ ერთი, სადაც არ გეკითხებიან, აზრს ნუ გამოთქვამთ ანუ „ენას კბილი უნდა დააჭიროთ“.

იყავით მომართული, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. თუ პირადი ბიზნესი არ გაქვთ, დამატებითი შემოსვალის წყაროს მოძიებაზე იზრუნეთ. არ თქვათ უარი არანაირ საქმეზე, ის შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ რთული, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მარტივად აუღებთ ალღოს ფული შეიძლება ინტერნეტ საქმიანობამაც კი მოგიტანოთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

სიყვარული, რომელიც ვირთხის წლის დასაწყისში გეწვიათ, განვითარებასა და გამრავალფეროვნებას მოითხოვს. მიეცით საყვარელ ადამიანს მეორე შანსი. სიბრძნე და მოთმინება დაგეხმარებათ, უამრავ დაბრკოლება გადალახოთ. საყვარელ ადამიანთან ერთად შინ ყოფნა საუკეთესო საშუალებაა ურთიერთობის გადარჩენისთვის.

მარტოხელა სასწორებს რომანტიკული ვირტუალური ნაცნობობა ელით, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ზოგიერთი შეყვარებულთან ურთიერთობის დაკანონებას გადაწყვეტს. სასიამოვნო ფუსფუსი გელით ქორწინებისთვის თუ ემზადებით. ზოგიერთმა სადღესასწაულო დღეების მოსაწყობად შეძლება კრედიტის აღებაც კი გადაწყვიტოს.

დაქორწინებულებმა არ აეჭვიანოთ თქვენი მეუღლე. მიზეზი იქნება უმნიშვნელო, შედეგი კი - მეტად უსიამოვნო. დახმარებისთვის მეგობრების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. ზოგიერთ წყვილს კი შეიძლება ფსიქოლიგის კონსულტაციაც კი დასჭირდეს.

თვის ბოლოს ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, დაისვენებთ კიდეც და სააგარაკო საკითხებსაც მოაგვარებთ.

  • ჯანმრთელობა

აპრილის თვეში ზედმეტად აქტიური იქნებით და ამის გამო, მოიმატებს გადაღლილობა და ძველი დაავადებების განახლება. გაფრთხილდით, არ დაიზიანოთ თირკმელები. თუ დიდი ხანია არ გაგისინჯავთ თვალები, მიმართეთ ოკულისტს, რათა მომავალში გარკვევით შეძლოთ წერა და კითხვა.

აპრილი ის თვეა, როცა სულიერადაც უნდა მოძლიერდეთ და ფიზიკურადაც. შუა აპრილში მეუღლეს სთხოვეთ, ზურგის მასაჟი გაგიკეთოთ ხოლმე. ეცადეთ, შეამციროთ ან სრულიად ამოიღოთ რაციონიდან მარილიანი და ცხიმიანი საკვები. მეტად გაუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას, დაიცავით დიეტა.

­ მარტის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 4, 12, 22, 29

­ მარტის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 6, 14, 17

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - "შეიძლება მოულონდელად და უგონოდ შეგიყვარდეთ..."

რა ელოდებათ აპრილში მორიელებს - "პოზიტიური მოვლენით აღსავსე თვე დაგიდგათ"

რა ელოდებათ მარტში მერწყულებს - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი