რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან და გაგიძლიერებთ აურას - ვიმოსებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან და გაგიძლიერებთ აურას - ვიმოსებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს წითელი ელემენტი. ეს ფერი კარგად გამოსახავს ცხოვრებისადმი მის ვნებას, ენერგიას, ქარიზმას, პოზიტიურობასა და აქტიურობას. წითელი ფერი განაგდებს თქვენკენ მომართულ უარყოფით ენერგიას და შეკრავს თქვენს ძალას, რომელიც პერიოდულად სივრცეში გებნევათ.

კურომ უნდა ატაროს მწვანე ფერის ტანსაცმელი. ვარსკვლავების აზრით, კურო დაკავშირებულია ბუნებასთან, ამიტომ უნდა გააძლიეროს მასთან ურთიერთობა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები გაცილებით უკეთესად - მშვიდად და ჰარმონიულად - იგრძნობენ თავს, თუ მწვანე ფერს ხშირად გამოიყენებენ ე.წ. LOOK - ის შერჩევისას. გახსოვდეთ, კუროებო, მწვანე ფერი პროგრესში გეხმარებათ და თქვენს მტრებს გახარების საშუალებას არ აძლევს.

ტყუპის ფერი შთამაგონებელი ყვითელია! ძლიერ ინტერესს, რომელსაც ყველაფრის მიმართ ავლენთ, ვერ დაიკმაყოფილებთ, თუ ნებისყოფა არ გაგიძლიერდებათ, რადგან ინფორმაციის მოძიებისა და გამოცდილების შეძენის პროცესი არც თუ ისე მარტივია, ზოგჯერ მოთმინებით ლოდინი სჭირდება, ზოგჯერ - თავდაუზოგავი შრომა. ყვითელი ფერი დაგეხმარებათ საკუთარ თავში იპოვოთ ის, რაც გაკლიათ. ამასთან ერთად, თავიდან აირიდოთ ცუდი თვალი.

კირჩხიბების კარადაში აუცილებლად უნდა ეკიდოს თეთრი პერანგები, მაისურები და კაბები. თეთრი ფერი მისთვის გზაა, რომელიც ემოციების ლაბირინთში გამომწყვდეულ კირჩხიბს, სამყაროსთან დააკავშირებს და თავისი გონებიდან გამოღწევაში დაეხმარება. თეთრი ფერი დაგილაგებთ არეულ აზრებს, მაშინ როცა დაბნეული იქნებით. ასევე, დაგიცავთ ბოროტი ძალისგან.

ლომმა ოქროსფერი ელემენტი უნდა შეიტანოს თავის ყოველდღიურობაში - სულ ერთია რა იქნება ეს: ბიჟუტერია, ოქროს სამკაულები, ქამარი, ჩანთა თუ რაიმე სხვა. არაფერი გააძლიერებს თქვენს კარმას ისე, როგორც ოქროსფერი. ეს ფერი დაგეხმარებათ მოექცეთ ყურადღების ცენტრში, მაგრამ თქვენამდე არ მოუშვებს უარყოფით ენერგიას, ფარივით აღიმართება ყოველთვის, როცა "ცუდი თვალით“ შემოგხედავენ.

თუ ქალწული ყავისფერ სამოსს ატარებს, შეუძლია შვიდად იყოს, მას ვერც გათვალავენ და ვერც კარმას დაუზიანებენ. ყავისფერი სტაბილურობის სიმბოლოა, სწორედ ამას გპირდებათ ეს ფერი.

სასწორმა ვარდისფერს უნდა მიმართოს, თუ სურს რომ გაიძლიეროს კარმა და "ავ თვალს" მედგრად დაუხვდეს. მაშინ, როცა ვარდისფერში ხართ გამოწყობილი, ადვილდება თქვენი კომუნიკაცია სამყაროსთან, იხსნებით სიახლეებისთვის, თქვენი სულიერი სინაზეც ძლიერ მხარედ აღიქმება.

მორიელმა შავი უნდა ატაროს. გარდა იმისა, რომ "შავი ყოველთვის ელეგანტურია“, აძლიერებს მორიელის პიროვნებას. თუ თქვენ შავებში გამოწყობილი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, გაცილებით მარტივად დაიძვრენთ თავს. რაც შეეხება მოშურნეებს, მათი ბოღმა ვერაფერს დააკლებს თქვენს კარმას, შავი ძალიან ძლიერი ფერია.

მშვილდოსანმა იასამნისფერი უნდა ატაროს. ის გახსნის თქვენს ფილოსოფიურ ხედვებსა და დაგეხმარებათ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებაში. ასევე, თქვენკენ მოიზიდავს წარმატებას და ფინანსურ სტაბილურობას. რაც შეეხება სულს, არაფერი გააძლიერებს თქვენს კარმას ისე, როგორც იასამნისფერი კაშნე ან მაისური.

თხის რქამ აუცილებლად უნდა შეიძინოს ნაცრისფერი სამოსი. ეს ტრადიციების ფერია, თქვენ კი ყველა წეს-ჩვეულებას, რომელიც მამა-პაპამ დაგიტოვათ, პირწმინდად მიჰყვებით. ყავისფერი დაიცავს თქვენს კარმას და გააგდებს ავ თვალს.

მერწყულებს ლურჯი ფერის ტანსაცმელი სჭირდებათ. სწორედ ეს ფერი შთაგაგონებთ საოცარ იდეებს და მათი განხორციელების გზებს დაგისახავთ. ლურჯი ფერის გამოყენების შემთხვევაში, თქვენს ექსპერიმენტებს, რომელსაც ასე ხშირად მიმართავთ, წარმატებული დასასრული ექნება.

ცისფერი თევზების ფერია. სწორედ ცისფერი განკურნავს თქვენი სულის იარებს და დაგაკავშირებთ თქვენს ქვეცნობიერთან, რომელიც საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით იმაზე, რაც ყურადღების მიღმა გრჩებოდათ ხოლმე. ცისფერი მფარველობას გაგიწევთ მაშინ, როცა უარყოფითი ენერგია თქვენზე დაუფლებას განიზრახავს.

"ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაში

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"