მძიმე წლების შემდეგ, ქალწულები საბოლოოდ აღწევენ თავს კრიზისებს. რას მოგიტანთ სატურნის გადასვლა ვერძში და როდის დაიწყება თქვენი აღიარების პერიოდი, ნინა ხომერიკი გიამბობთ
ბოლო 2,5 წელი საკმაოდ რთული და კარმული გამოცდებით სავსე გამოდგა ქალწულებისთვის. ძალიან ბევრი რთული ტრანზიტის გავლა მოუწია ამ ზოდიაქოს ნიშანს, რომელმაც 2023 წლის 7 მარტიდან აიღო ათვლა და დაიწყო ქალწულის მზის და თევზებში სატურნის ოპოზიციით, განსაკუთრებით რთული იყო ეს ტრანზიტი იმ ქალწულებისთვის, ვისაც მძიმე პლანეტებით ასპექტირებული ჰქონდა პირადი ან თევზების ზოდიაქოს ნიშანი, რასაც იმავე წლის ოქტომბრის თვეში დაერთო შავი მთვარის, ანუ ლილიტის 9-თვიანი დაბრუნება ქალწულში, ხოლო 2024 წლის სექტემბერში, კი დაიწყო დაბნელებების 28 თვიანი ციკლი ამ ნიშნებში და ბოლოს, 2025 წლის თებერვალში, კარმული კვანძები გადავიდნენ თევზები-ქალწულის ღერძზე, ეს პერიოდი, ქალწულებისთვის შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ცხოვრებაში დიდი კრიზისების, კარმული გაკვეთილების მიღების და გლობალურად ყველაზე რთულ პერიოდად, რომელმაც შეარყია ის ნიადაგი, სადაც ეს ზოდიაქო იდგა, რომელმაც შეცვალა მისი პრიორიტეტები, ურთიერთობები და ფასეულობები.
2026 წლის თებერვლიდან, ეტაპობრივად დაიწყება გამოსვლა იმ არსებული სირთულეებიდან, რასაც ამ ხნის განმავლობაში გადიოდა ეს ზოდიაქო, პირველი და მნიშვნელოვანი ტრანზიტის დასრულება, რაც უკავშირდება სატურნის გადასვლას ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც მოხდება 2026 წლის 13 თებერვალს, რაც ქალწულისთვის იქნება შვების მომტანი და ურთიერთობებში უზრუნველყოფს სიცხადესა და სტაბილურობას, გააუმჯობესებს ურთიერთგაგებას, მოხსნის ემოციურ დაძაბულობას და მოუტანს დიდი ხნის ნანატრ ჯილდოს შესრულებული სამუშაოსთვის, ეს ეტაპი, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას, რაშიც იდეალურად დაეხმარება თეთრი მთვარის, ანუ სელენას ტრანზიტი ამ ზოდიაქოს, მარტიდან მომავალი 7 თვის განმავლობაში.
2026 წლის აგვისტოში, კარმული კვანძები შეიცვლიან ადგილს და თევზები-ქალწულის ნიშნიდან, გადავლენ მერწყული-ლომის ღერძზე, რაც ამ ნიშანს მოუტანს გათავისუფლებას რუტინისგან და მისცემს შესაძლებლობას დრო და ენერგია დაუთმოს თავისი ნიჭის და უნარების წარმოჩენას, მათთვის იწყება თვითგამოხატვის, კრეატიულობის, აღიარებისა და ლიდერული თვისებების გამოვლინების პერიოდი, დროა გამოვიდნენ ჩრდილიდან, გაიბრწყინონ და მიიღონ დამსახურებული აღიარება. ხოლო, 2027 წლის 20 თებერვალს, მთლიანად დასრულდება დაბნელებების ციკლი მათ ღერძზე, რომელიც სრულად გაანულებს 2015-2017 წლებში დაწყებულ პროგრამებს და იქიდან მოხდება ახალი ათვლის წერტილების აღება. აქედან გამომდინარე, 2026 წელს გელოდებათ კარიერული წინსვლა, რომელიც უკავშირდება კვლევით, ფინანსურ, ლოჯისტიკის მიმართულებას და კოლექტიურ მუშაობას. შემოდგომა მოგიტანთ წინსვლასა და დაწინაურებას, რაშიც თქვენი ფარული ან დიდი ხნის კავშირები დაგეხმარებათ.
ფინანსების ზრდა მოხდება დივიდენდების ან პასიური შემოსავლების დახმარებით, ასევე შესაძლებელია მიიღოთ საკმაოდ სოლიდური მემკვიდრეობაც. ზაფხულში შეძლებთ გააკეთოთ წარმატებული კაპიტალდაბანდება უძრავ ქონებაში, თუმცა, სასურველია კარგად გათვალოთ თქვენი მატერიალური შესაძლებლობები და არ გაზარდოთ ვალდებულებები.
2026 წელს, თქვენი პირადი ურთიერთობები გადავა უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, ის ქალწულები, ვისაც ჰქონდა პრობლემები პირადში, შეძლებენ წარსულს ჩააბარონ ძველი წყენები და უარყოფითი ემოციები. 2026 წელი თქვენი დაოჯახების წელია, ხოლო ისინი, ვინც ჯერ კიდევ აქტიურ ძიებაში იმყოფებიან, შეძლებენ იპოვონ თავიანთი მეორე ნახევარი სამსახურის ან უახლოესი გარემოცვის დახმარებით.
ჯანმრთელობის კუთხით, აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება თქვენს იმუნურ სისტემას, კუჭ-ნაწლავს, ამ ხნის განმავლობაში, დაგროვილი სტრესები, პირდაპირ აისახება თქვენს საერთო მდგომარეობაზე და განწყობაზე, ამიტომ, საჭიროა დაიცვათ სწორი ცხოვრების რეჟიმი და ხშირად განიტვირთოთ.
ნახეთ ასევე: