სასწორებისთვის 2026 წელი დიდი გამოწვევების, მაგრამ ამავდროულად სოციალური აღმასვლის წელია. როგორ აირიდოთ თავიდან ვალები და რატომ შეიძლება წარსულიდან ძველი პარტნიორი დაბრუნდეს, ნინა ხომერიკი გიამბობთ
2026 წელი და არა მხოლოდ თქვენთვის დიდი გამოწვევების წელია, რადგან თებერვლიდან, მომავალი 26 თვის განმავლობაში, მოგიწევთ გაიაროთ მზისა და სატურნის ოპოზიცია, რაც ხდება 30 წელიწადში ერთხელ. აუცილებელია დაიცვათ ბალანსი, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და პატიოსნება ურთიერთობებში, ეს იქნება გამოწვევები პირად და საქმიან პარტნიორობაში, დაიცვათ პირადი საზღვრები, თავიდან აიცილოთ ვალები და სხვადასხვა სახის პროვოკაციები, შეარჩიოთ ისეთი პარტნიორი, რომელიც იქნება თქვენი საყრდენი, მხარდამჭერი და დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში. თუ სწორად გამოიყენებთ სატურნის ენერგიას, 2026 წელი სოციალურ აღმასვლას და თქვენი ამბიციების განხორციელებას გპირდებათ. ეს წელი დაგეხმარებათ ახალი, საჭირო კომუნიკაციების დალაგებაში, ქსელურ მუშაობაში და ზოგადად, კარგად დაალაგებთ საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს. ურანის ტრანზიტი კი მოგაძებნინებთ ახალ გზებს წარმატების მისაღწევად.
თქვენი მატერიალური აღმასვლა დამოკიდებულია თქვენს პარტნიორებზე. ზაფხულში, იუპიტერს შეუძლია მოგცეთ მოულოდნელი ფინანსური ბონუსები და გაზარდოს თქვენი შემოსავლები ინვესტიციიდან.
2026 წელი, პირადი ურთიერთობების დასტაბილურებისა და რომანტიკული ურთიერთობების დაწყების წელია. თუმცა, თქვენი მმართველი პლანეტის ვენერას რეტროგრადულ პერიოდში, სასურველია არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები და არ მიიღოთ გადაწყვეტილებები. ასეთ ვენერას, აგრეთვე შეუძლია დაგაბრუნოთ წარსულში და შეგახვედროთ ძველ პარტნიორს, მაგრამ უმჯობესი იქნება არ აჰყვეთ ემოციებს და საღად იაზროვნოთ გსურთ თუ არა უკან მიტრიალება. მარტოხელა სასწორებს ელოდებათ საბედისწერო შეხვედრა, რაც მათ ცხოვრებას შეცვლის, ხოლო ისინი, ვინც უკვე არიან აქტიურ ურთიერთობაში, შეძლებენ ახალ ეტაპზე გადასვლას, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ქორწინებას ან საერთო ბიზნესის დაწყებას.
ჯანმრთელობის კუთხით, სატურნი მოითხოვს თქვენგან სწორი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ სუსტ წერტილებს, რაც თქვენს ნიშანს აქვს, კერძოდ: თირკმელებს, საშარდე ბუშტს და საკვერცხეებს.
ნახეთ ასევე: