2026 წლის მთავარი ენერგია ტოტალური განახლებაა. ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი ბევრს ლიდერად აქცევს, ზოგს კი ცხოვრებისეულ აზრს აპოვნინებს. ასტროლოგები გვირჩევენ, როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი მაქსიმალურად ეფექტურად.
2026 წლის საკვანძო თარიღები და გაფრთხილებები
წელი იწყება მთვარის საუკეთესო პოზიციით - ახალი წლის ღამეს აუცილებლად ჩამოწერეთ თქვენი გეგმები. ტრადიციულად, ველოდებით 4 დაბნელებას, რომელთა დროსაც ბედისწერის შეცვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს:
20 იანვრიდან 17 მაისამდე მოსალოდნელია ფასების ზრდა და ბიზნეს სირთულეები. ეს არის ტრანსფორმაციის პერიოდი - ვინც ცვლილებებს არ მოერგება, შესაძლოა ეგზისტენციალურ კრიზისში აღმოჩნდეს.
განსაკუთრებული ყურადღება: ნებისმიერი თვის 1, 10, 19 და 28 რიცხვში დაბადებულებისთვის 2026 წელი პიროვნული „გადატვირთვისა“ და ძალების გამოვლენის წელი იქნება.
ვერძი
ვერძებმა ბალანსი უნდა იპოვონ აქტიურობასა და განმარტოებას შორის. წლის დასაწყისიდან 2 აპრილამდე კარიერული გარღვევის დროა. იმოქმედეთ გაბედულად! 1 ივნისიდან 31 ოქტომბრამდე კი მოსალოდნელია ოჯახის შექმნა ან უძრავი ქონების შეძენა.
კურო
თქვენი კარიერა სრულ რეფორმაციას გადის. 23 თებერვლიდან 11 მაისამდე დანერგეთ ახალი ტექნოლოგიები და გააფართოვეთ სოციალური წრე. 19 აპრილიდან 14 მაისამდე კი ბედნიერებისა და სიმსუბუქის პერიოდი გელით, რაც სამსახურშიც დაგეხმარებათ.
ტყუპები
2026 წელი ავტორიტეტის ზრდისა და ახალი ცოდნის მიღების წელია. დაუბრუნდით იმ მიზნებს, რომლებიც 2025-ში გადადეთ. ივნისიდან ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გეძლევათ - ეძებეთ შემოსავლის ახალი წყაროები.
კირჩხიბი
წელი პარტნიორობის სფეროში დიდი შესაძლებლობებით იწყება - იქნება ეს ბიზნესი თუ ქორწინება. მთავარია, სტრატეგიულად იმოქმედოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. ზაფხულიდან თქვენი შემოსავლები და გავლენა საგრძნობლად გაიზრდება.
ლომი
თქვენთვის ეს უკიდურესობების წელია: ან მწვერვალზე ახვალთ, ან რეპუტაციას დაკარგავთ. წარმატების საიდუმლო პასუხისმგებლობის აღებაშია. 12 ნოემბრიდან წლის ბოლომდე თქვენი ავტორიტეტი პიკს მიაღწევს.
ქალწული
უკვე მეორე წელია პარტნიორულ ურთიერთობებში ცდებით. განსაკუთრებით კრიტიკული 2 აპრილიდან 11 მაისამდე პერიოდია. თუ ამ გამოცდას ჩააბარებთ, ფინანსური გარღვევა 22 ივნისიდან 7 ივლისამდე გელით.
სასწორი
დაიწყეთ წელი აქტიურად - იმოგზაურეთ და აიღეთ პროცესებზე კონტროლი. 16 იანვრიდან 23 თებერვლამდე იდეალური დროა რემონტისთვის ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. ზაფხულში კი შესაძლოა ბონუსი ან დაწინაურება მიიღოთ.
მორიელი
თქვენი მთავარი რესურსი ოჯახია. იფიქრეთ საოჯახო ბიზნესზე. 16 იანვრიდან 23 თებერვლამდე აქტიურად დაკავდით პიარითა და წინსვლით. აგვისტო-ოქტომბერში გაქვთ შანსი, კარიერული ნახტომი გააკეთოთ.
მშვილდოსანი
დასახეთ ამბიციური მიზნები და დაუყოვნებლივ შეუდექით მათ განხორციელებას. თქვენი ქარიზმა და კრეატივი პიკზე იქნება 23 თებერვლიდან 14 მარტამდე. ზაფხულამდე ჩადებული ენერგია წლის მეორე ნახევარში დიდ „პრიზებს“ მოგიტანთ.
თხის რქა
თქვენი დევიზია: სტრუქტურა და სტრატეგია. აწარმოეთ შემოსავალ-გასავლის აღრიცხვა. 22 ივნისიდან 7 ივლისამდე „ოქროს პერიოდი“ გაქვთ კომუნიკაციისთვის. თუ დაქორწინებას ან ბიზნესის დაწყებას აპირებთ, ივნისი-ივლისი საუკეთესო დროა.
მერწყული
წელი ცვლილებების ტალღას მოგიტანთ. 22 თებერვლიდან 2 აპრილამდე გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. აგვისტო-სექტემბერში კი მოგიწევთ ძველი კავშირების გაწყვეტა - ნუ ინანებთ, ეს მხოლოდ უკეთესობისკენ მიგიყვანთ.
თევზები
2026 თქვენი წელია! ნუ მიეცემით მელანქოლიას. ჩაერთეთ საერთაშორისო და საქველმოქმედო პროექტებში. 2 აპრილიდან 14 მაისამდე მატერიალური კეთილდღეობის ზრდა გელით, თუმცა მოერიდეთ კონფლიქტებს და ტრავმებს.