ავტორი:

სავსემთვარეობა კირჩხიბში: ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, სიჯიუტისა და გაბუტვის დრო არაა

სავსემთვარეობა კირჩხიბში: ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, სიჯიუტისა და გაბუტვის დრო არაა

7 იანვარს, 3:08-ზე წლის პირველი სავსემთვარეობა გველოდება კირჩხიბის ზოდიაქოშია, მე-17 გრადუსში. ამ დღეს მთვარე არის კირჩხიბში, ხოლო მზე თხის რქის ზოდიაქოში. გააქტიურებულია კირჩხიბი (ოჯახი, სამშობლო, უძრავი ქონება) თხის რქის (კარიერა, მიზნები, უსაფრთხოება) ღერძი. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გმართებთ მეტი მზრუნველობა ოჯახის წევრებს მიმართ. უმასპინძლეთ მეგობრებს შინ. მოაწყვეთ შეხვედრები ნათესავებთან. განაახლეთ ოჯახური ტრადიციები. იყავით რომანტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ, მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი, მიართვით მას საჩუქარი. არ გირჩევთ ინფანტილურობას, ბუტიაობას, წვრილმანებზე გამოკიდებას. ამასთან, დრო ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ ყურადღება არ მოაკლოთ არც ოჯახს და არც სამსახურს. ამასთან, სამყაროში გააქტიურდება ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ამასთან, ადამიანი საკუთარი კეთილდღეობისთვის უფრო იქნება მომართული, ვიდრე მოსახლეობისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად გაიხსენეთ წარსული შეცდომები და მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მოულოდნელი, მაგრამ ეფექტური. იყავით მომართული კონკრეტულ შედეგზე, ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ახლა ბავშვურობის, სიჯიუტისა და გაბუტვის დრო არაა. უმეტესობამ შეიძლება გადაწყვიტოს სამშობლოს, ოჯახის მიტოვება.

ამ სავსემთვარეობამ შეიძლება მოგიტანოთ ინფორმაცია, რასაც დიდი ხანი ელოდით; ზოგიერთს გელოდებათ მნიშვნელოვანი შეხვედრა, რასაც ელოდით ან მიიღებთ თქვენს კითხვაზე პასუხს. ზოგადად, სავსემთვარეობა არის შედეგის მიღების, დასრულების პერიოდი და უნდა დაიწყოთ იმ საქმეების მოგვარება და დასრულება რაც ადრე - ივლისის ან დეკემბრის ახალმთვარეობაზე გქონდათ დაწყებული. სავსემთვარეობა ზოგადად ემოციური დღეა, დაძაბული და არაა გამორიცხული, სწორედ დაძაბულობის შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოიქცეთ, რა მიმართულებით განვითარდეთ. გირჩევ, აკონტროლოთ საკუთარი თავი და გაგებით მოეკიდოთ მათ, ვისაც უჭირს ემოციების მართვა.

მიიღებთ საინტერესო, პერსპექტიულ შემოთავაზებას უცხოებისგანაც ან მოულოდნელად. უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რაზეც დამოკიდებული იქნება თქვენი მომავალი ან შეიძლება დიდი ხანი გსურდათ რაღაც ნაბიჯის გადადგმა და ახლა გააქტიურდებით.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად: პირველ რიგში, რა თქმა უნდა კირჩხიბზე (და განსაკუთრებით 6-12 ივლისს დაბადებულზე). აქტიურად ჩაერთეთ ბიზნესსა და საოჯახო ვალდებულებებში; მორიელზე (და განსაკუთრებით 6-12 ნოემბერს დაბადებულზე), თევზებზე (და განსაკუთრებით 4-10 მარტს დაბადებულზე), საინტერესო ჰარმონიული პერიოდი გელოდებათ და გააქტიურდით, რომ ოჯახშიც და კარიერაშიც იყოთ საუკეთესო; ვერძზე (და განსაკუთრებით 4-10 აპრილს დაბადებულზე), სასწორსა (და განსაკუთრებით 7-13 ოქტომბერს დაბადებულზე), მოიმატებს დაძაბულობა და ეცადეთ, დაიცვათ ბალანსი სამსახურშიც და სახლშიც; და თხის რქაზე (და განსაკუთრებით 4-10 იანვარს დაბადებულზე), კარიერა და ოჯახი იქნება მნიშვნელოვანი თქვენთვის, ერთ რომელიმეს უპირატესობას ვერ მიანიჭებთ. და მათზე, თუ ამ ნიშნებში 14-20 გრადუსის ჩათვლით გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები ან პლანეტები.