მზე 3 კვირის განმავლობაში თქვენს ნიშანში იქნება. მოიმატებს თქვენი პოპულარობა და ეცადეთ, თავადაც მოწოდების სიმაღლეზე იყოთ. იბრძოლეთ პირველობისთვის, ლიდერობისთვის, შეიცვალეთ იმიჯი, ცხოვრების წესი უკეთესზე, უფრო პრესტიჟულზე. გამოავლინეთ მეტად ნიჭი, წამოაყენეთ ახალი იდეები და აიყოლიეთ გარშემო მყოფები, რომ დაგეხმარონ სასურველის მიღწევაში.
მოგინდებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინოთ. იდეებს ფულად აქცევთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ინვესტიციები. შეიძლება ფული დააბანდოთ საკუთარ განათლებაში, რათა მომავალში უფრო მეტს მიაღწიოთ. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ ფული პარტნიორების დაუდევრობის გამო.
მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება ძვირად ღირებული ნივთებით. რაც შეეხება სიყვარულს, გსურთ, რომ თქვენ გვერდით მატერიალურად უზრუნველყოფილი, სიმპათიური, გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანი იყოს. საყვარელ ადამიანთნ წამოჭრილი უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. თვის ბოლოს გაგიჩნდებათ მეგობრებთან შეხვედრის სურვილი და მარტოხელები ახალ სიყვარულს შეიძლება სამეგობრო წრეში შეხვდეთ.
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას. არ გირჩევთ მწარე კრიტიკას. არ გადაღალოთ თავი. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. მიეცით თავს უფლება, დაისვენოს, აღიდგინოს ენერგია. კარგი იქნება, თუ ჩაიტრებთ პროფილაქტიკურ გამოკვლევას.
7 სექტემბრის შემდეგ სიახლეების პერიოდი გეწყებათ და პირველ რიგში თავად უნდა შეიცვალოთ. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, თქვენი საუკეთესო თვისებები.
20 სექტემბრის შემდეგ დაიცავით ბალანსი საკუთარ და თქვენი პარტნიორის მოთხოვნებს შორის. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. ამ პერიოდში მოსალოდნელია მოლაპარაკებები, რაც განსაკუთრებულ შედეგს მოგიტანთ. ან შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვინც განსაკუთრებულ როლს ითმაშებს თქვენს ცხოვრებაში.