ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - თვის მნიშვნელოვანი ტენდენციები და რჩევები ასტროლოგისგან

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - თვის მნიშვნელოვანი ტენდენციები და რჩევები ასტროლოგისგან

გაგიუმჯობედებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. სექტემბერი თავს დაგამახსოვრებთ მიმოსვლებით, კონტაქტებით, ზარებითა და მიმოწერებით. მოგემატებათ სითამამე და შეიძლება თავი სრულიად ახალ სფეროში მოსინჯოთ. ზოგიერთი ჩაეწერებით თქვენთვის საინტერესო სასწავლო კურსებზე.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ნათესავების, ოჯახის წევრების დახმარებით შეუძლებელს შეძლებთ. შეიძლება ოჯახურ ბიზნესში ჩაერთოთ ან თავად შექმნათ ასეთი. კარგი იქნება, თუ განაახლებთ ოჯახურ, საგვარეულო ტრადიციას. საქმიან პარტნიორებს შეიძლება შინ უმასპინძლოთ. კარგი იქნება, თუ სექტემბერში საოჯახო ნივთებს შეიძენთ. თუ გადაწყვეტილი გქონდათ, გაიფორმეთ უძრავი ქონება.

  • ფული და სიყვარული

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, იყავით მოსიყვარულე მეუღლის მიმართ. გაალამაზეთ საცხოვრებელი ბინა. არავითარ შემთხვევაში არ განმარტოვდეთ. მარტოხელებს სექტემბრის მეორე ნახევრიდან რომანტიკული ნაცნობობის შანსი გეძლევათ. ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი რომანი ცხოვრებას გაგილამაზებთ. იყავით მზად ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

  • ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში უამრავი საჯახო საქმე გექნებათ მოსაგვარელი და შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობისთვის ვერც კი მოიცალოთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, ოჯახის წევრებთან. ნუ იქნებით აგრესიული. უმჯობესია, ზედმეტი ენერგია ფიზიკურ აქტიურობაში გადაიტანოთ. სექტემბრის ბოლოს მოერიდეთ ტრავმულობას.

7 სექტემბრის შემდეგ გააქტიურდებით, მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, საბუთები. ეცადეთ, მეტად გეგმაზომიერი იყოთ. კარგი იქნება, თუ გაიღრმავებთ უცხო ენას.

20 სექტემბრის შემდეგ დიპლომატიურად დაიცავით თქვენი მოსაზრება. მოგეცემათ საზღვრების, ცნობიერების გაფართოების შანსი. ზოგიერთი შეიძლება ხანგრძლივ მოგზაურობაში გაემგზავროთ. გააუმჯობესეთ კავშირები უცხოელებთან.