სიხარულის, სიყვარულის დრო დაგიდგათ. დასვენებისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელებით მოგიწევთ ტკბობა. შეხვდით მეგობრებს, მოიწყვეთ დღესასწაული, მაგრამ ეცადეთ, არ გადატვირთოთ კუჭი დესერტებით.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
რთულ საკითხებსაც კი მარტივად, ენერგიულად გაუმკლავდებით. მოგინდებათ თქვენი ნააზრევის ფურცელზე გადატანა. ციფრულ ტექნილოგიებში გარკვევა. მოგინდებათ კოლეგებათან ურთიერთობის გაუმჯობესება. შეიძლება მზრუნველობის ახალი ობიექტი გაიჩინოთ.
ფული და სიყვარული
თვის დასაწყისში ფულს თქვენი შრომით მიიღებთ. ამავე პერიოდში დაასრულეთ ყველა საქმე, ვალდებულება, რათა თვის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან განმარტოებას დაუთმოთ. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება ან თანაცხოვრება გადაწყვიტოთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. თქვენი მომავალი პარტნიორი შეიძლება ხელოვნების ან იურისპრუდენციის სფეროს წარმომადგებელი იყოს.
ჯანმრთელობა
ენერგიული და ხალისიანი ხართ. მომართული ხართ გართობაზე, დროის მხიარულად გატარებაზე. კარგი იქნება, თუ შუა სექტემბრიდან დაიწყებთ ვარჯიშს, დიეტას. ამავე პერიოდიდან მოერიდეთ გადაღლას და სტრესულ სიტუაციებს.
7 სექტემბრის შემდეგ მხიარულების, სურვილების ასრულების დრო დაგიდგათ. მოაწყვეთ დღესასაწულები, ჩართეთ ბავშვები. დაკავდით საყვარელი ჰობით, რამაც შეიძლება მატერიალური მდგომარეობაც კი გაგიუმჯობესოთ.
20 სექტემბრის შემდეგ მოერიდეთ დაპირისპირებას მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. შეიძლება გამოხვიდეთ ერთი ჯგუფიდან, კომპანიიდან, ორგანიზაციიდან და გაწევრიანდეთ ინტერესთა სხვა ჯგუფში.