ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რას გირჩევენ ასტროლოგები შემოდგომის პირველი თვისთვის

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რას გირჩევენ ასტროლოგები შემოდგომის პირველი თვისთვის

ძირითადი აქცენტი ფინანსურ საკითხებზე უნდა გადაიტანოთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან გაგიუმჯობესდეთ არსებული. ზოგიერთი გადაწყვეტს ფულის დაგროვებას ძვირად ღირებულ ნივთებში. თქვენი გულუხვი ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა ფინანსურად დაეხმაროთ ახლობლებს.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გააქტიურდება საქმიანი შეხვედრები, მიმოწერა, მივლინება. გაუზიარეთ პარტნიორებს ახალი იდეები, ინფორმაციები, სიახლეები. ზოგიერთი შეიძლება ჩაეწეროთ სასწავლო კურსებზე, გადაწყვიტოთ ავტომობილის მართვის სწავლა ან თავად დაიწყოთ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. არ გირჩევთ, დაწყებული საქმეების მიტოვებას, ყველაფერი დაასრულეთ.

  • ფული და სიყვარული

თვის დასაწყისი სასიყვარულო მიმოწერა და საყვარელ ადამიანთან ერთად მიმოსვლა ექსკურსიებისა და პიკნიკების სახით გელით. თვის მეორე ნახევარიდან მეტად იზრუნეთ ბუდის კეთილმოწყობაზე. შესაძლოა მოგინდეთ, რომ სახლი მდიდრული ნივთებით მორთოთ. რაც შეეხება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას, დაქორწინებულების ცხოვრებაში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს. შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტთ. იზრუნეთ ფინანსურ უსაფრთხოებაზე.

  • ჯანმრთელობა

მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს მსხვილ-წვრილმან საკითხებზე. საკუთარი უფლებები დიპლომატიურად დაიცავით. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა ტრავმამ.

7 სექტემბრის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. დამატებითი შემოსავლის მოძიებას. კარგი იქნება ფულის დაბანდება. მოერიდეთ ფულის ფლანგვას ყველაფერზე, რაც მოგეწონებათ.

20 სექტემბრის შემდეგ მოახერხებთ ვალებისგან გათავისუფლებას. კრედიტების დაფარვას. გათავისუფლდებით იმისგან, რაც გთრგუნავდათ. ზოგიერთი ფიზიკურ გარდასახვას გადაწყვეტს.