ცვლილებების, საკუთარი ძალების გამოცდის პერიოდია. ეცადეთ, გაერკვიოთ ყველა იმ საკითხში, რაც აქამდე მოსვენებას არ გაძლევდათ. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და ზოგ შემთხვევაში შეიძლება დეტექტივის როლიც კი ითამაშოთ. გადახედეთ პირად ნივთებს, ურთიერთობებს, ადამიანებს და მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
უმაღლესი განათლების მიღების, პროფესიაში დახელოვნების სურვილი გაგიჩნდებათ. ზოგმა შეიძლება საზღვარგარეთ გადაწყვიტოთ წასვლა - მუშაობის ან ემიგრაციისთვის. კარგ შედეგს მოგიტანთ უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება ან ბიზნესის უცხოელ პარტნიორებთან ერთად დაწყება.
ფული და სიყვარული
სექტემბრის დასაწყისში შეიძლება მატერიალური დახმარება მიიღოთ საზღვარგარეთიდან ან გადაწყვიტოთ რომანის გაბმა უცხოელთან. ზოგს გელით მოგზაურობა საზღვარგარერთ და საკურორტო რომანი. თვის ბოლოსკენ მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული კარიერულ საკითხზე. შეიძლება გააბათ ფლირტი კოლეგასთან, ასაკით თქვენზე უფროს ადამიანთან ან დაქორწინდეთ რაიმე გამორჩენის მიზნით.
ჯანმრთელობა
16 სექტემბრამდე მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს, საფრთხილო ქმედებებს. არ გარისკოთ. 16-ის შემდეგ საკუთარი მოსაზრებები დიპლომატიურად გამოთქვით. თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამზგავრებას გაითვალისიწინეთ აკლიმატიზაცია, თქვენი ჯანმრთელობის ნიუანსები.
7 სექტემბრის შემდეგ აკონტროლეთ ემოციები, ეჭვების გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გაგიტაცებთ კრიმინალური და დეტექტიური სიუჟეტები, მაგრამ ეცადეთ, მათი მთავარი გმირი თქვენ არ იყოთ.
20 სექტემბრის შემდეგ საშუალება მოგეცემათ, დაფაროთ კრედიტი, გაისტუმროთ ვალები. მიიღებთ სარგებელს ადრე დაბანდებული ფულისგან. ამავე პერიოდში არ გირჩევთ ფულის ფლანგვას.