მოგინდებათ სოციალურ ცხოვრებაში ჩართვა, აქტიურობა კოლქტიურ საქმიანობაში. გახშირდება მეგობრებთან შეხვედრები. შეიძლება გამოგიჩნდეთ ადამიანი, ვისაც დაეყრდნობით რთულ მომენტში და ვინც დაგეხმარებათ რთული საკითხების მოგვარებაში. ზოგი გადაწყვეტს ძველ მეგობრებთან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას.
წარმატება გელით სამეცნიერო, სოციალური სფეროს წარმომადგენლებს. შეიძლება გადაწყვიტოთ პირადი ბიზნესის დაწყება ან დისტანციურ მუშაობაზე გადახვიდეთ. ზოგიერთი გადაწყვეტთ, შეამციროთ კონტაქტები და მეტად ჩაუღრმავდეთ საკუთარ სამყაროს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადრე ვინმეს მტრობდით და ახლა ის თქვენს წინააღმდეგ გაილაშქრებს.
თვის დასაწყისში ფარული რომანტიკული ურთიერთობით იქნებით გატაცებული. ან გამოუტყდეთ გრძნობებში ადამიანს, ვისაც ჩუმად ეტრფოდით. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი, გარეშე პირებისთვის გაურკვეველი შემოსავლის წყარო. თვის ბოლოს მოიმატებს თქვენი შარმი და მომხიბვლელობა. გირჩევთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მეტად გამოავლინოთ დიპლომატია.
მეგობრებთან ერთად მოგინდებათ პიკნიკების მოწყობა, ქალაქგარეთ გამგზავრება ან სუფთა ჰაერზე გუნდურ თამაშებში ჩართვა. თვის მეორე ნახევარში მეტი სიფრთხილე მოგეთხოვებათ, რათა არ მიიღოთ ფიზიკური ტრავმა. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
7 სექტემბრის შემდეგ გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, მოგინდებათ მეგობრებთან ერთად ახალი საქმის დაწყება, ურთიერთობა. თანამოაზრეების დახმარებით შეძლებთ პირადი საქმიანობის განვითარებას.
20 სექტემბრის შემდეგ მოგინდებათ რომანტიკული თავგადასავლები, შემოქმედებითი პროექტების განხორციელება. ზოგიერთი გადაწყვეტს გაწყვიტოს კავშირი მომაბეზრებელ პარტნიორთან.