ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - თვის მნიშვნელოვანი ტენდენციები და რჩევები ასტროლოგისგან

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - თვის მნიშვნელოვანი ტენდენციები და რჩევები ასტროლოგისგან

თქვენი დრო მოვიდა, მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ, თუ გსურთ, დაწინაურება, წინსვლა. მეტი დრო დაუთმეთ პროფესიულ საქმიანობას. თუ გადაწყვეტილი გაქვთ ახალი ბიზნესის დაწყება, ახლა კარგი პერიოდია, - დასაწყებადაც და გასავითარებლადაც. მოაწესრიგეთ საბუთები. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებთ საქმიან პარტნიორებთან, კონკურენტებთანაც კი. დაუმეგობრდით გავლენიან ადამიანებს, მათ, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია დაწინაურების, წინსვლის თვალსაზრისით. თუ ახლა აპირებთ ბიზნესის დაწყებას, საიმედო ადამიანებთან დაწყვილდით. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური ქმედება.

ფული და სიყვარული

სექტემბრის დასაწყისში შეიძლება განაახლოთ კონტაქტი მათთან (მეგობრებიც და ყოფილი შეყვარებულებიც), ვისთანაც რაღაც მიზეზის გამო დაკარგული გქონდათ. საყვარელი ადამიანის გამო ზოგიერთს მსხვერპლის გაღება მოგიწევთ. პატივი უნდა სცეთ მის სურვილებს და დაეხმაროთ ასრულებაში. მარტოხელებმა თვის ბოლოს შეიძლება ფარული სასიყვარულო კავშირი გააბათ.

ჯანმრთელობა

აქტიური ხართ პროფესიულ სარბიელზე. ეცადეთ, პერიოდულად დაისვენოთ. მოერიდეთ თავის გადაღლას. გაფრთხილდით, 16 სექტემბრის შემდეგ არავინ გამოგიყენოთ და სხვათა გამო არ დაიზაროლოთ საკუთარი თავი. ბუნებაში გასეირნება და პიკნიკები მეგობრებთან ერთად სასარგებლოდ წაგადებათ. მთავარია, არ იკამათოთ ახლობლებთან.

7 სექტემბრის შემდეგ მეტი ყურადღება მიაქციეთ მიზნებს, სურვილებს. პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. თუ გსურთ, ჩაეწერეთ სასაწავლო კურსებზე, რაც მომავალში პროფესიაში წაგადგებათ.

20 სექტემბრის შემდეგ მოაგვარეთ საოჯახო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, საქმეები. იყავით მოსიყვარულე მშობლებისა და შვილების მიმართ. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ რემონტი.