ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - რა სიახლეებს გიმზადებთ შემოდგომის პირველი თვე

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - რა სიახლეებს გიმზადებთ შემოდგომის პირველი თვე

უნდა დაისახოთ გლობალური, გრძელვვადიანი პროექტები. შანსი მოგეცემათ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება უცხოელ კოლეგებთან, პარტნიორებთან. შეიძლება სულაც საზღვარგარეთ გადაწყვიტოთ საქმიანობის გაგრძელება. გამონახეთ დრო უცხო ენის გასაუმჯობესებლად. კარგ შედეგს მოგიტანთ პედაგოგიური საქმიანობა.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მთელი თვე მომართული იქნებით სამსახურის საქმეებზე, საქმიან შეხვედრებზე. მარტივად გამონახავთ საერთო ენას ბიზნესპარტნიორებთან. გახშირდება მივლინება, კონტაქტები უცხოელებთან. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთის სასწავლებელში გადაწყვიტოთ სწავლა.

  • ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში ისე იქნებით საქმეებით დატვირთული, რომ შეიძლება რომანი კოლეგასთან, სამსახურში გააბათ. თქვენი პარტნიორი შეიძლება გახდეს ადამიანი, ვინც სტატუსით ან თანამდებობით თქვენზე მაღლა დგას, ან ასაკითაა უფროსი. მარტოხელებმა თვის ბოლოს შეიძლება მეგობართან გააბან რომანი. ან პირიქით, სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება მეგობრობაში გადაიტანოთ.

  • ჯანმრთელობა

აქტიური და ენერგიული ხართ. გადაადგილების, ყველაფერში გარკვევის და ყველაფრის მოგვარების სურვილი გაქვთ. თვის ბოლოს მოგინდებათ დაწინაურება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, ხშირად დაისვენეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და შეძლებისდაგვარად გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. არ გადატვირთოთ ფეხები.

7 სექტემბრის შემდეგ ხელი მოგემარებათ იურიდიულ საკითხებში, თუ სასამართლო საქმე გქონდათ აღძრული, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. გადაწყვეტთ, სასწავლებლის ან საცხოვრებლის შეცვლას.

20 სექტემბრის შემდეგ შეიძლება გაიგოთ თქვენზე გავრცელებული ჭორები. ყურადღებით შეადგინეთ დოკუმენტები. მოგინდებათ ნათესავებთან შეხვედრა ზოგიერთს შეიძლება შინ უმასპინძლოთ.