სერსეი ლანისტერი თუ “საოცარი მისის მეიზელი“? - ნახე, რომელი საკულტო პერსონაჟი ხარ ზოდიაქოს მიხედვით

სერსეი ლანისტერი თუ “საოცარი მისის მეიზელი“? - ნახე, რომელი საკულტო პერსონაჟი ხარ ზოდიაქოს მიხედვით

ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ სცენარისტებმა პოპულარული სერიალების გმირები პირდაპირ ჩვენი ცხოვრებიდან შექმნეს. თუ გიფიქრიათ, რატომ განიცდით ზოგიერთი პერსონაჟის ბედს საკუთარივით, პასუხი შეიძლება ვარსკვლავებში იყოს.

ჩვენმა „მაგიურმა ბურთმა“ გადაწყვიტა, ჰოროსკოპის 12 ნიშანი ყველაზე საკულტო სერიალების გმირებთან დაეწყვილებინა. მოიდუღეთ ყავა, შემოეხვიეთ პლედში და წაიკითხეთ - რომელი ეკრანული ქალბატონი ხართ სინამდვილეში

თხის რქა — კლერ ანდერვუდი („ბანქოს სახლი“)

ყველაზე შეუდრეკელი გმირი. თავდაჯერებულობა, სიმკაცრე და პრაგმატიზმი - ეს თხის რქაა! ის პირდაპირ მიდის თავისი მიზნისკენ და ვინც გზაზე გადაეღობება, მისთვის კონსტიტუციასაც კი გააუქმებს.

მერწყული - ირინ ადლერი („შერლოკი“)

ის იმდენად ჭკვიანია, რომ თვით შერლოკ ჰოლმსსაც კი აიძულებს ინერვიულოს. მერწყულების მთელი ცხოვრება სოციალური ექსპერიმენტია, სადაც ისინი ყოველთვის „დომინანტის“ როლში არიან. განსხვავება ისაა, რომ მერწყული სხვებს თანხმობას არც კი ეკითხება.

თევზები - კლერ რენდალი („უცხოელი“)

მხოლოდ თევზებს შეუძლიათ პრობლემების გარეშე შეეგუონ წარსულს, სადაც მათ ბოროტმა ბედმა არგუნა ყოფნა. სიმართლე რომ ვთქვათ, ისინი აწმყოში ისედაც იშვიათად არიან - სულ თავიანთ „შიდა სამყაროში“ დაფრინავენ. მთავარია, წარსულში კილტებში გამოწყობილი სიმპათიური მთიელები დახვდნენ!

ვერძი - ლაგერტა („ვიკინგები“)

მიეცით ვერძს საყრდენი წერტილი და ის დედამიწას ამოატრიალებს. მიეცით ვერძს ხმალი და ის თავად შექმნის საკუთარ სამყაროს. ომები, ახალი მიწების კოლონიზაცია და ურჩების დასჯა - აი, რა ახალისებს ვერძს!

კურო - ალისია ფლორიკი („კარგი ცოლი“)

არავის ეპარება ეჭვი, რომ კუროები საუკეთესო ცოლები არიან, მაგრამ სერიალის სათაური ცოტა მატყუარაა. საქმე ის არაა, რომ კურო „კარგი ცოლია“, არამედ ის, რომ ის ჩაუძირავი ქალია. მას წარმატების მიღწევა ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია, მაშინაც კი, თუ უვარგისi ქმარi ფსკერისკენ ექაჩება.

ტყუპები - სიმონ გროუვი („რატომ კლავენ ქალები“)

ტყუპები დარწმუნებულები არიან, რომ ცხოვრება საოცრად აზარტული რამაა. ქმარი გეი აღმოჩნდა? - ოჰ, ეს შესანიშნავი საბაბია ახალგაზრდა საყვარლის გასაჩენად! ქმრის გაგდება საჭირო არაა - ის ხომ კარგი მოსაუბრეა და შესანიშნავად ცეკვავს. მოკლედ: „გავგიჟდი? არა, უბრალოდ მთვრალი ვარ!“

კირჩხიბი - ჯუნი („მხევლის წიგნი“)

ყველას ჰგონია, რომ კირჩხიბი მხოლოდ ბორშჩის მოსახარშად და ოჯახის წევრების მბრძანებლად დაბადებულა. სინამდვილეში, კირჩხიბი ის ქალია, რომელიც საკუთარ თავს ნებისმიერ ჯოჯოხეთში შეინარჩუნებს და ახლობლებს ბედნიერებისკენ გზას გაუკაფავს.

ლომი - ვაიოლეტ კროული („დაუნტონის სააბატო“)

აი, ისიც! გრაფინია გრენთემი - ნამდვილი ლედი და სრულყოფილება. მისი გონება და ენა ხანჯალივით ბასრია: „არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე აარიდო თავი ადამიანებს, რომლებიც არ მოგწონს. აი, აარიდო თავი მეგობრებს - ნამდვილი გამოცდაა“. ნამდვილი ლომი!

ქალწული - საგა ნორენი („ხიდი“)

ემოციები და გრძნობები? არა, არ სმენია. სოციალური ნორმები? არ აინტერესებს! სამაგიეროდ, მანიაკები, ტერორისტები და რთული თავსატეხები - აი, ეს არის ქალწულის ნამდვილი სტიქია. მორიგი გვამი? რა საინტერესოა, კიდევ შეიძლება?

სასწორი - მირიამ მეიზელი („საოცარი მისის მეიზელი“)

სასწორებმა ზუსტად იციან: მაშინაც კი, თუ შეგჭამეს, სულ მცირე ორი გამოსავალი გაქვთ. სასწორებისთვის კი სამია, რადგან პირველი ორი არაესთეტიკურია. ისინი ნებისმიერი სიტუაციიდან ლამაზად და გამარჯვებულები გამოდიან თავიანთი წარმოუდგენელი მომხიბვლელობის წყალობით.

მორიელი - სერსეი ლანისტერი („სამეფო კარის თამაშები“)

ყველა ამბობს, რომ მორიელები ეშმაკები არიან ხორცშესხმულნი და საუზმეზე მტრების განადგურება უყვართ. ტყუილია! უბრალოდ ნუ შეეხებით მათ შვილებს, საყვარელ მამაკაცებს და პირად ნივთებს. და ყველაფერი კარგად იქნება (თქვენთვის).

მშვილდოსანი - „თერთმეტი“ („უცნაური ამბები“)

არავინ იცის, რა ხდება მშვილდოსნის თავში და საიდან აქვთ მათ ეს ზებუნებრივი ძალები. სამაგიეროდ ყველამ იცის: მსოფლიოში არ არსებობს მშვილდოსანზე ერთგული მეგობარი. თუ კარგად მოიქცევით, თავის „სუპერ-შედეგებს“ თქვენც გაგიზიარებთ!