ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "უამრავ ადამიანს გაიცნობთ, შინ ჯდომას უნდა გადაეჩვიოთ..."

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "უამრავ ადამიანს გაიცნობთ, შინ ჯდომას უნდა გადაეჩვიოთ..."

დააფასეთ ის ადამიანები, ვინც მუდამ თქვენ გვერდით არიან. თებერვალში უამრავ ადამიანს გაიცნობთ. აქედან უმეტესობა თქვენთვის საინტერესო და საჭირო იქნება. ამიტომ, შინ ჯდომას უნდა გადაეჩვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ვერ შეძლებთ.

ზოგიერთები ახალი ჰობიში დააბანდებენ ფულს, დროსა და ენერგიას. ეცადეთ, ისე არ გადავარდეთ პირად საქმეებში, რომ ოჯახის წევრები დაივიწყოთ. ნათესავებსაც უნდა გაუწოდოთ დახმარების ხელი. ზოგჯერ მათ თქვენი მზრუნველობა და რჩევაც კი სჭირდებათ.

გულს ნუ გადაუშლით ახალგაცნობილებს. განსაკუთრებით, თებერვლის ბოლოს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ადამიანთან, რომლის მიმართაც დიდი ხანია სიმპათიით ხართ განმსჭვალული.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

ინტერნრეტ ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. სწორედ სოციალურ ქსელში შეხვდებით ადამიანს, ვინც თქვენს გულს დაიპყრობს. იმ ტყუპს, რომელთა გულიც უკვე დაკავებულია, შეიძლება გაუჭირდეთ საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა. განსაკუთრებით, თუ თქვენი მეწყვილე ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია.

მარტოხელა ტყუპი მანდილოსნები მამაკაცების გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. შეიძლება რომანი გააბათ იმ ადამიანთან, ვისთანაც ადრე მეგობრობა გაკავშირებდათ. იყავით გულწრფელი თქვენს მეუღლესთან, ემოციები და გრძნობები არ დაუმალოთ. ამასთანავე ისეთი სიტყვები შეარჩიეთ, რომ გული არ ატკინოთ.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

თვის დასაწყისში დაასრულეთ დაწყებული პროექტები. აუცილებლად დაასრულეთ საქმეები, რომლებიც დაწყებული გაქვთ. თებერვალში საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მოიპოვეთ მათი მხარდაჭერა, რათა მეტად განავითაროთ თქვენი იდეები. მოერიდეთ საეჭვო საქმეებში ჩართვას, ნუ გააფორმებთ დიდხნიან ხელშეკრულებებს, რადგან თქვენი ამბავი რომ იცით, შეიძლება ყველაფერი მალევე მოგბეზრდეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. თვის ბოლოს თუ უფულობაში დარჩებით, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოთ. მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, თუ ახალ საქმიანობაში ჩაერთვებით, რასაც თქვენი თავისუფალი დრო უნდა შესწიროთ.

შუა თვეში კრეატიული იდეები დაგებადებათ და მათი განხორციელება მხოლოდ თქვენს მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. შეგიძლიათ დახმარებისთვის ნათესავებსაც მიმართოთ.

განვითარებისთვის დაესწარით ტრენინგებს, გახშირდება მცირეხნიანი მივლინებები. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. აგრეთვე, თქვენამდე მოსული ინფორმაციებისადმი. სავსემთვარეობის დღეს ყურადღება მიაქციეთ თქვენთან მოსულ ინფორმაციებს; გააანლიზეთ ისინი, ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვანს მიაქციეთ. გადაამოწმეთ, რომ არავინ მოგატყუოთ.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

მთელი თვის განმავლობაში ინტუიციაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოთ. შინაგანი ხმა გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ რთულ სიტუაციაში, რამდენ ხანს უნდა დაისვენოთ, ივარჯიშოთ. გახსოვდეთ, რომ ფსიქოთერაპია - გამარჯვების საუკეთესო გასაღებია!

შუა თვეში გამონახეთ დრო, რომ მეტი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. ასეთი სეირნობა გაგიუმჯობესებთ განწყობასაც და ფიზიკურ მდგომარეობასაც. თანაც, სეირნობის დროს შეიძლება საინტერესო ადამაინებს გაეცნოთ, გამოელაპარაკოთ, ინფორმაციები გაცვალოთ.

თვალებს ნუ დახუჭავთ ისეთ სიმპტომებზე, როგორებიცაა: წელის ტკივილი, შეეხმიანეთ მასაჟისტს. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვა, მოიცილეთ ზედმეტი ვალდებულებები. დაიწყეთ იმ ფსიქოლოგიუტი პრობლემების მოგვარება, რომლებიც ფიზიკურ ტკივილს გაყენებთ.

თებერვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 11, 13, 14, 17.

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის - "მთების გადადგმის საშუალება მოგეცემათ"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის - "შეიცავლეთ იმიჯი, მეტად იაქტიურეთ..."

როგორი იქნება თებერვალი სასწორებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი