თქვენი შეფის ზოდიაქო - მორიელი: სხვა უფროსზე მეტად გაგიგებთ და დაგეხმარებათ

თქვენი შეფის ზოდიაქო - მორიელი: სხვა უფროსზე მეტად გაგიგებთ და დაგეხმარებათ

თუკი თქვენ, მორიელი უფროსის ოფისში მოხვდით სამუშაოდ მინდა გირჩიოთ, რომ პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის სიტყვები გაიხსენოთ: "ილაპარაკე რბილად, მაგრამ ზურგს უკან კეტი მზად გქონდეს". დიახ დიახ, ამგვარი ან დაახლოებით ამგვარი გახლავთ ე.წ. კორპორაციული ფილოსოფია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველა მორიელი-უფროსი ემორჩილება. ღრიანკალს შესანიშნავი ინტუიცია და ადამიანების გამჭოლი ხედვის უნარი გააჩნია. ამიტომ, თუ რაიმე გაქვთ დასამალი, მას ვერაფერს გამოაპარებთ. სამაგიეროდ, ძნელბედობის ჟამს, მორიელი, ნებისმიერ სხვა უფროსზე მეტად გაგიგებთ და დაგეხმარებათ. საერთოდაც, მორიელი უფროსისთვის ნებისმიერი თანამშრომლის განწყობა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მშვენივრად უწყის, რომ პირადი პრობლემები ხელქვეითის მუშაობის ხარისხზე აისახება პირდაპირპროპორციულად.

მორიელი თანამშრომლებს გულდასმით არჩევს. ამასთან, პირად სიმპათიასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ, თუ არ მოსწონხართ, ოსტატურად მოახერხებს სამუშაო ადგილის მიტოვება ნებაყოფლობით გაიძულოთ. შესაძლოა ეს ადამიანი, გრაფ დრაკულას ან სხვა რომელიმე ცნობილ მონსტრს გარეგნულად არაფრით წააგავდეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მას შესანიშნავად შეუძლია დაგიმორჩილოთ და უსაზღვრო სიმპათიით განგაწყოთ საკუთარი პიროვნების მიმართ. თუმცა, უფროსის მისამართით, აშკარა და ხშირი კომპლიმენტების თქმას ნამდვილად არ გირჩევთ. მორიელი ბუნებით უსაზღვროდ ეჭვიანია და შესაძლოა ეს ყველაფერი, მლიქვნელობაშიც კი ჩამოგართვათ. ასევე, არასოდეს გაბედოთ საზოგადოების წინაშე თქვენი ბოსის იმიჯის დაჩრდილვა საკუთარი, თუნდაც დამსახურებული, პროფესიული მიღწევებით. ამგვარი საქციელი შესაძლოა, არათუ სამუშაო ადგილის, ჯანმრთელობის დაკარგვის ფასადაც კი დაგიჯდეთ. სამაგიეროდ, ღრიანკალ უფროსთან ლოიალური და კეთილმოსურნე დამოკიდებულება მრავალწლიან, ნაყოფიერ და სტაბილურ თანამშრომლობას გპირდებათ.