მაისი განახლებისა და სილამაზის თვეა. იმისათვის, რომ სალონში ვიზიტით მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთვარის ფაზები და მისი მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში.
თმის შეჭრა და მოვლა
თუ გსურთ, რომ თმა უფრო სწრაფად გაიზარდოს ან მისი სტრუქტურა გაუმჯობესდეს, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ თარიღებს:
თმის სწრაფი ზრდისთვის : 21 მაისი (05:48-დან), 22 მაისი (01:04-მდე).
სტრუქტურის გასაუმჯობესებლად და სიხშირისთვის: 3 მაისი (09:34-დან), 4 მაისი, 5 მაისი (00:32-მდე), 30 მაისი (15:46-დან), 31 მაისი (16:20-მდე).
თმის ბოლოების გაყოფის საწინააღმდეგოდ : 17 მაისი (05:24-დან 22:35-მდე).ფორმის შესანარჩუნებლად: 23 მაისი (09:58-დან), 24 მაისი, 25 მაისი (03:53-მდე).
არახელსაყრელი დღეები: 8 მაისიდან (10:28) 15 მაისამდე (05:31), ასევე 19 მაისი (04:47-დან) და 21 მაისი (05:47-მდე). ამ პერიოდში უმჯობესია თავი შეიკავოთ რადიკალური ცვლილებებისგან.
თმის შეღებვა
თუ ფერის გამუქება გსურთ: 1, 2 (11:46-მდე), 28 (03:53-დან), 29 და 30 მაისი (03:03-მდე).
მოერიდეთ შეღებვას : 8, 9, 10 (20:39-მდე), 19, 20 და 21 მაისს (05:47-მდე).
კოსმეტოლოგიური პროცედურების კალენდარი
დატენიანება და გაახალგაზრდავება: საუკეთესო პერიოდია 17-დან 25 მაისამდე და თვის მიწურულს (28-30 მაისი).
პილინგი, წმენდა და ბოტოქსი: 2 მაისიდან 10 მაისამდე (08:08-მდე) და 13-15 მაისი.
ეპილაცია და წარბების კორექცია : ხელსაყრელია 2-დან 10 მაისამდე. მოერიდეთ 11-13 და 25-28 მაისს.
მანიკური და პედიკური: არ არის რეკომენდებული თვის დასაწყისში (1-2 მაისი), შუა რიცხვებში (15-17 მაისი) და თვის ბოლოს (30-31 მაისი).