ავტორი:

უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები - ვინ ხართ "მესაზღვრეების იერარქიით" და რა განსაკუთრებული უნარით ხართ დაჯილდოებული

უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები - ვინ ხართ "მესაზღვრეების იერარქიით" და რა განსაკუთრებული უნარით ხართ დაჯილდოებული

ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ არსებობს ზოდიაქოს 12 ნიშანი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს, ე.წ. უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები. ისინი ზოდიაქოების საზღვარზე მდებარეობენ და თავიანთ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული უნარით აჯილდოებენ. უმაღლესი ზოდიაქოც 12 ნიშნისგან შედგება.

  • პირველი ნიშანი - თევზებისა და ვერძის ზოდიაქოების გასაყარზე მდებარეობს

საათი (14-27 მარტი)

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ზოდიაქოს წრის დასაწყისსა და დასასრულის აერთიანებენ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროში სწორად ცხოვრება, მათ თავიანი დრო აქვთ. მათ თითქოს შეუძლიათ ცხოვრებისეული დროის შეჩერება და ნებისმიერ დროს ცხოვრების თავიდან დაწყება. ან ღვთიური პროგრამით ვითარდებან, ან კიბორგებივით ხდებიან. მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი დროულად.

ამ პერიოდში დაიბადნენ: აინშტეინი, სალვადორ დალი, ჯორდანო ბრუნო, ბახი, ჯორჯ ვაშინგტონი.

  • მეორე ნიშანი - თევზებისა და მერწყულის ზოდიაქოების გასაყარზე მდებარეობს

პეგასი (ფრთოსანი ცხენი) (12-25 თებერვალი)

უმაღლესი შემოქმედებითი აღმაფრენა. პეგასს ესმის სამყაროს მუსიკა, მეგობრობს მუზებთან. ეს არის თავისუფლების, უსაზღვრო შთაბეჭდილებების მქონე ადამიანი. მას სურს, განვითარდეს, შექმნას... სამყაროს მისტიკისა და ჯადოქრობის მიღმა აღიქვამს. მუდამ იდეებით სავსეა, ორიგინალური და საინტერესო პიროვნებაა. არ აღელვებს მატერიალური საკითხები, მხოლოდ - სულიერება და ხელოვნება.

ამ პერიოდში დაიბადნენ: მიქელანჯელო ბუონაროტი, რემბრანდტი.

  • მესამე ნიშანი - მერწყულისა და თხის რქის ზოდიაქების გასაყარზე მდებარეობს

სფინქსი (13-26 იანვარი)

სფინქსი თავად არის საიდუმლო ცოდნის, სიბრძნის, განგების სიმბოლო. თუ ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი ძირითად საიდუმლოს ამოხსნის, შეიძლება სამყაროს განმგებელი გახდეს, მაგრამ მას ბევრი პასუხისმგებლობაც ეკისრება. "ბევრ სიბრძნეს ბევრი თავის ტკივილი მოაქვს". მათ ადამიანის გამოცნობა ერთი შეხედვით შეუძლიათ, თავად მათ ქმნილებაშიც ბევრი საიდუმლოა.

ამ პერიოდში დაიბადნენ: ედგარ პო, ლეონარდი და ვინჩი, ვანგა.

  • მეოთხე ნიშანი - მშვილდოსნისა და თხის რქის ზოდიაქების გასაყარზე მდებარეობს

სიცოცხლის ხე (15-28 დეკემბერი)

ეს არის საწყისი, სხვადასხვა სამყაროს გაერთიანება, გენეტიკა, მოდგმა, ხელოვნური გადარჩევა, სელექცია, ინფორმაციის გაცვლა. ხე აერთიანებს ქვედა და ზედა სამყაროებს. ეს არის თვითკონტროლის, თვითშეზღუდვის ძალა, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი წლების მატებასთან ერთად აგროვებს გამოცდილებას, ძლიერდება. ის არის ბრძენი მასწავლებელი, ყოვლისმცოდნე, წინამძღოლი.

ამ პერიოდში დაიბადნენ: ნოსტრადამუსი, ტოლკინი.

  • მეხუთე ნიშანი - მორიელისა და მშვილდოსნის ზოდიაქების გასაყარზე მდებარეობს

გველისმჭერი (15-28 მოემბერი)

ის, ვინც კარმაზე გაიმარჯვა. თავდაპირველად უნდა იცოდეთ, რა მისიით დაიბადეთ, რომ მერე შეძლოთ კარმის გამოსწორება. უნდა შეძლოთ გაიაზროთ და გამოასწოროთ თქვენი ცოდვა. უნდა შეძლოთ დაწვათ ყველა ის კუდი, რაც ცუდისკენ, წარსულისკენ გექაჩებათ. ასეთი ადამიანი თითქმის ყველაფრის წინააღმდეგ ილაშქრებს. არ მოგითმენთ, არ დაგექვემდებარებათ, მას ავტონომიურად მოქმეედება მოსწონს. ის ამსხვრევს სტერეოტიპებს. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს.

ამ პერიოდში დაიბადნენ: პაგანინი, პარაცელსი.

  • მეექვსე ნიშანი - სასწორსა და მორიელის ზოდიაქების გასაყარზე მდებარეობს.

ყვავი (16-29 ოქტომბერი)

მეორენაირად - სიმურგი {ფენიქსი}. სამართლიანობის სიმბოლო, განაჩენის სისრულეში მომყვანი. ზოროასტრიელები განასხვავებდნენ შავ და თეთრს სიმურგს. მას შეუძლია ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდეს. ზედა და ქვედა ძალების გამაერთიანებელს შეუძლია იყოს სანიტარი, გამწმენდი. ასეთ ადამიანს სამართლიანობის აღმსრულებლად მოიაზრებენ, არის მისიონერი, ზე-ძალების ნების შემსრულებელი. შეუძლიათ უკიდურეს წერტილს მიაღწიონ ან ჯალათებად გადაიქცნენ.

ამ პერიოდში დაიბადნენ: კარდინალი რიშელიე, სტივენ კინგი.

  • მეშვიდე ნიშანი - ქალწულსა და სასწორის ზოდიაქების გასაყარზე მდებარეობს

მწყემსი (16-29 სექტემბერი)

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს მაგიურ შესაძლებლობასა და დიდ ძალას ანიჭებს. ეს არის გურუ, წინამძღოლი. ადამიანი, რომელიც შეიძლება გაუძღვეს სხვებს. მთავარია, ჯერ საკუთარ თავს დაეხმაროს, უშველოს და შემდეგ - სხვებს. არ უნდა გამოავლინოს ეგოიზმი და არ უნდა გამოიყენოს გარშემო მყოფების ნდობა ცუდი საქმეებისთვის. უნდა ჰქონდეს კეთილი ფიქრები და ზრახვები. მუდმივად უნდა ვითარდებოდეს სულიერად, რადგან ის მუდმივად სამაგალითოა სხვებისთვის.

ამ პერიოდში დაიბადნენ: ჰერბერტ უელსი, სტანისლავ ლემი.

  • მერვე ნიშანი - ლომისა და ქალწულის ზოდიაქების გასაყარზე მდებარეობს

მებრძოლი, რაინდი (16-29 აგვისტო)

მათ ევალებათ ცვლილებები, სამყაროს დალაგება, კანონზე მორჩილება, სამართლიანობისთვის ბრძოლა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად იქნებიან წესიერნი. პირნათლად შეასრულებენ ყველა ვალდებულებასა და წესდებას. მათი მისიაა ცუდთან ბრძოლა და სიკეთისა და სიმშვიდის დამკვიდრება. მათი მისია რთულია, მაგრამ აქვთ ძალა, რომ გაიმარჯვონ.

ამ პერიოდში დაიბადნენ: ნაპოლეონი, ჩინგიზ ყაენი.

  • მეცხრე ნიშანი - კირჩხიბისა და ლომის ზოდიაქების გასაყარზე მდებარეობს

ეტლი (16-29 ივლისი)

სიბრძნე, კეთილშობილური პროფესია. მათ აქვთ ნიჭი, რომ ერთდროულად აკეთონ რამდენიმე საქმე. იყვნენ კეთილშობილები. ისინი არიან პირველები, რომლებიც გაუკვალავ გზაზე გადიან და სიკეთე მოაქვთ ხალხისთვის. არიან შემოქმედებითები, უზომოდ ჭკვიანები. წარმატებას მიაღწევენ ყველა სფეროში, თუ მოინდომებენ.

ამ პერიოდში დაიბადნენ: ბალზაკი, დიუმა, გოეთე.

  • მეათე ნიშანი - ტყუპისა და კირჩხიბის ზოდიაქების გასაყარზე მდებარეობს

ხომალდი (14-28 ივნისი)

ეს არის მისია, ილუზიები, შიშები, საკუთარ თავთან ბრძოლა და გამარჯვება საკუთარ თავზე. უნდა იყვნენ მიზანმიმართულები კეთილი საქმეების შესასრულებლად. არ უნდა იყვნენ მომხვეჭელები, სხვისი სიმდიდრის მიმთვისებებლები. მათ აქვთ უნარი, რომ დაამარცხონ ცუდი და გარდაიქმნან სიკეთის მკეთებლებად. ისინი უნდა ემსახურონ თავიანთ გვარს, სამშობლოს.

ამ პერიოდში დაიბადა: ბაირონი.

  • მეთერთმეტე ნიშანი - კუროსა და ტყუპის ზოდიაქების გასაყარზე მდებარეობს

მოხეტიალე, მონადირე (14-27 მაისი)

უამრავი ძალის მქონე, მაგრამ გზააბნეული. ის თითქოს მუდამ არჩევანის წინაშე დგას და არ იცის, რა გზას დაადგეს. ხანდახან სიზარმაცე იპყრობს, ხანდახან - უმიზნოდ ხეტიალის სურვილი. უამრავი მიზანი აქვს და ამდენივე არარეალიზებული საქმე. მან უნდა ისწავლოს არჩევანის გაკეთება, გადაწყვეტილების მიღება. არ უნდა შეეშინდეს წინააღმდეგობების და უნდა ისწავლოს სიკეთის ბოროტებისგან გარჩევა.

ამ პერიოდში დაიბადა: რიხარდ ვაგნერი.

  • მეთორმეტე ნიშანი - ვერძისა და კუროს ზოდიაქების გასაყარზე მდებარეობს

ვეშაპი (13-26 აპრილი)

ის ერთგვარი სანიტარია, ქაოსის მომწესრიგებელი. თუმცა, შეიძლება იყოს უმართავიც და საშიშიც. მას შეუძლია დაანგრიოს დრომოჭმული. გათავისუფლოს გარემო სიბინძურისგან. ამასთანავე, მუდმივად სჭირდებათ განვითარება, თვითგასუფთავება და თვითკონტროლი. მათ შეუძლია ადამიანებს სიკეთე მოუტანონ. მთავარია, შინაგანი აგრესიისგან გათავისუფლდნენ.

ამ პერიოდში დაიბადა: ჰიტლერი.