ვერძების ძალა და მშვილდოსნების აღმოჩენა - კვირის ჰოროსკოპი 5-დან 11 იანვრამდე

ვერძების ძალა და მშვილდოსნების აღმოჩენა - კვირის ჰოროსკოპი 5-დან 11 იანვრამდე

დადგა 2026 წელი! წინ ბევრი საინტერესო მოვლენა, აღმასვლა და დაღმასვლა გველოდება, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია წლის პირველი კვირა სწორად დავგეგმოთ. დეტალური პროგნოზი დაგეხმარებათ აზრების მოკრებასა და სამოქმედო გეგმის დასახვაში

ვერძი

სადღესასწაულო დღეები შეგახსენებთ, რამდენად ძლიერი და ორგანიზებული ხართ. მაშინაც კი, თუ ირგვლივ ქაოსია, თქვენ შეძლებთ საჭირო რიტმის დაწესებას. ნუ შეგეშინდებათ იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღების, ვიდრე ჩვეულებრივ. მცირე გამარჯვებები თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

კურო

ეს კვირა დაგეხმარებათ ტემპის შენელებასა და ნიადაგის სიმყარის შეგრძნებაში. ყველაფერი, რასაც დეტალებისადმი ყურადღებით გააკეთებთ, სიამოვნებას მოგიტანთ. კარგი დროა იმ ნივთის შესაძენად, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით. თქვენი დევიზია: „ნელა ივლი - შორს წახვალ“.

ტყუპები

ენთუზიაზმით სავსე შვიდეული გელოდებათ, რაც ბევრ საინტერესო იდეას დაბადებს. ადვილად იპოვით საჭირო სიტყვებს მეგობრების მოტივირებისთვის. კარგი დროა საკუთარი თავის წარმოსაჩენად და ფარული ნიჭის გამოსავლენად.

კირჩხიბი

თქვენი ყურადღება შინაგან მდგომარეობაზე იქნება მიმართული. მოგინდებათ საკუთარ თავში გარკვევა და სურვილების მოწესრიგება. საუკეთესო საშუალება დღიურის წარმოება და განმარტოებაა. ჩამოწერეთ თქვენი მიზნები - ეს დაგანახებთ, საით უნდა იმოძრაოთ.

ლომი

კვირა მოგცემთ შანსს, იბრწყინოთ და იგრძნოთ საკუთარი მნიშვნელობა. თქვენი აზრი გათვალისწინებული იქნება, იდეები კი - მხარდაჭერილი. იდეალური დროა ხმამაღალი განცხადებებისთვის. თქვენი ენერგია ახლობლებსაც შთააგონებს ცვლილებებისკენ.

ქალწული

დასრულებული საქმეები კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ. ყოველი მოგვარებული საკითხი საკუთარი თავის რწმენას განგიმტკიცებთ. შეინარჩუნეთ ეს განწყობა, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ დასვენება და ნუ ეცდებით ზედმეტ პერფექციონიზმს.

სასწორი

შეძლებთ იპოვოთ ბალანსი სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის. ზუსტად მიხვდებით, რა გინდათ სინამდვილეში, რაც დაგეხმარებათ წლის გეგმების დასახვაში. გახსოვდეთ, მიზნები მხოლოდ საჭიროებებს კი არ უნდა პასუხობდეს, არამედ ემოციურადაც უნდა გავსებდეთ.

მორიელი

ეს კვირა თქვენს შინაგან თავდაჯერებულობას გააძლიერებს. შეძლებთ მოვლენების სიღრმისეულად დანახვას. გამოიყენეთ ინტუიცია, როგორც რესურსი, რათა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ. დაიწყეთ წელი სიმშვიდითა და მიმღებლობით.

მშვილდოსანი

ახალი შესაძლებლობების პერიოდია. მიიღებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებდათ. იმ პრობლემებისგან გათავისუფლება, რომლებსაც მარტო ვერ უმკლავდებოდით, საშუალებას მოგცემთ კვლავ დაიწყოთ ოცნება და დაგეგმვა.

თხის რქა

იგრძნობთ, რომ თქვენმა შრომამ აზრი შეიძინა. გასული წლის შედეგების შეჯამება შთაგონებას მოგცემთ ახალი მიზნების სიის შესადგენად. ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის შექება. თამამად წადით თქვენი ოცნებებისკენ.

მერწყული

საკუთარი თავის გამოვლენის არაერთი შანსი მოგეცემათ, განსაკუთრებით შემოქმედებით სფეროში. იპოვით გამოსავალს იქ, სადაც აქამდე ჩიხს ხედავდით. ეცადეთ, იაზროვნოთ ფართოდ და გასცდეთ ჩვეულებრივ ჩარჩოებს.

თევზები

კვირა შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ნუ მოახდენთ ზეწოლას ადამიანებზე. ყველაფერი ისე ლაგდება, როგორც საჭიროა, მაშინაც კი, თუ თავიდან ასე არ ჩანს. მიენდეთ სიტუაციას და მიეცით მოვლენებს დინების უფლება.