ვერძებისთვის 2026 წელი პასუხისმგებლობისა და ახალი სტარტაპების პერიოდია

ვერძებისთვის 2026 წელი პასუხისმგებლობისა და ახალი სტარტაპების პერიოდია

რატომ ხდება სატურნი თქვენი მთავარი მასწავლებელი და როგორ უნდა მართოთ ცეცხლოვანი ემოციები წარმატების მისაღწევად, ასტროლოგი ნინა ხომერიკის პ როგნოზი

დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბე­ბი ელის იმ ვერ­ძებს კა­რი­ე­რა­ში, ვინც ალ­ღოს აუ­ღებს და მი­ი­ღებს ახალ წე­სებ­სა და კა­ნო­ნებს, რომ­ლის წი­ნა­შეც მო­მა­ვა­ლი 2,5 წელი სა­ტურ­ნი და­ა­ყე­ნებს. ის არის მას­წავ­ლე­ბე­ლი პლა­ნე­ტა, კარ­მის, დის­ციპ­ლი­ნის, შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც მარ­თავს დროს და ასაკს. მისი ტრან­ზი­ტი მო­ი­თხოვს თქვენ­გან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, მოთ­მი­ნე­ბას, პა­ტი­ოს­ნე­ბას და გო­ნი­ე­რე­ბას, არ უყ­ვარს სის­წრა­ფე და მი­ე­სალ­მე­ბა ისეთ გეგ­მებს, რომ­ლებ­საც გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მო­აქვს შე­დე­გე­ბი. მისი ტრან­ზი­ტი ყო­ველ­თვის უკავ­შირ­დე­ბა სი­ახ­ლე­ებს, ახალ სტარ­ტა­პებს, ძვე­ლის გა­ნუ­ლე­ბას და ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბას. სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, გა­რე­მო­ე­ბე­ბის, გა­რე­მოც­ვის ცვლი­ლე­ბას, მო­აქვს ახა­ლი გეგ­მე­ბი, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და მისი ტრან­ზი­ტის დროს, ხდე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის შეც­ვლა. ნეპ­ტუ­ნი და სა­ტურ­ნი დიდი ხნით იმ­კვიდ­რებს თავს თქვენს ზო­დი­ა­ქო­ში და რა თქმა უნდა ორი­ვე მათ­გა­ნი მოგ­ცემთ იმ ენერ­გი­ას, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ოც­ნე­ბე­ბი. ამი­ტომ, თა­მა­მად აი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, გა­დად­გით ამ­ბი­ცი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი და და­ი­წყეთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი.

ფი­ნან­სებს მო­ი­ტანს ისე­თი საქ­მე­ე­ბი, სა­დაც გა­მო­ი­ჩენთ ინი­ცი­ა­ტი­ვას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია კონ­ცენ­ტრი­რე­ბა ერთ კონ­კრე­ტულ გეგ­მა­ზე, ნუ შექ­მნით ქა­ოსს თქვენს გარ­შე­მო და ზა­ფხუ­ლი მოგ­ცემთ შანსს ჩა­დოთ ინ­ვეს­ტი­ცია უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში.

პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მარ­ტო­ხე­ლა ვერ­ძე­ბი შეძ­ლე­ბენ იპო­ვონ თა­ვი­ან­თი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, ხოლო ისი­ნი, ვინც უკვე არი­ან ქორ­წი­ნე­ბა­ში, შეძ­ლე­ბენ და­სა­ხონ სა­ერ­თო გეგ­მე­ბი, თუმ­ცა, იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბით, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უეც­რად სამ­ნი არ აღ­მოჩ­ნდეთ.

იმი­სათ­ვის, რომ არ შე­გა­წუ­ხოთ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პრობ­ლე­მებ­მა, ეცა­დეთ და­იც­ვათ ის მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მელ­საც სა­ტურ­ნი გი­ყე­ნებთ, წე­სად აქ­ცი­ეთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, სა­ა­თობ­რი­ვი კვე­ბა და რა თქმა უნდა დას­ვე­ნე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ მარ­თოთ თქვე­ნი ცე­ცხლო­ვა­ნი ემო­ცი­ე­ბი და ეცა­დეთ თავი აა­რი­დოთ სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს.

ნახეთ ასევე: