ვინ არიან ზოდიაქოს „ბოსები“? ყველაფერი კარდინალური ნიშნების შესახებ

ვინ არიან ზოდიაქოს „ბოსები“? ყველაფერი კარდინალური ნიშნების შესახებ

ასტროლოგიაში ნიშნები მხოლოდ სტიქიების (ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი) მიხედვით არ იყოფა. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კლასიფიკაცია - მოქმედების სტილი. სწორედ აქ ვხვდებით კარდინალურ ნიშნებს, რომელთაც ასტროლოგები ზოდიაქოს „ალფებსა“ და ნამდვილ ლიდერებს უწოდებენ.

კარდინალური ნიშნებია: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა.

სიტყვა „კარდინალური“ მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს „მთავარს“ ან „პირველხარისხოვანს“. ეს ის ოთხი ნიშანია, რომლებიც წელიწადის დროებს ხსნიან:

ვერძი - გაზაფხულის ბუნიობა; კირჩხიბი - ზაფხულის მზებუდობა; სასწორი - შემოდგომის ბუნიობა; თხის რქა — ზამთრის მზებუდობა.

ისინი სამყაროს ენერგიას ცვლიან და ყოველ კვარტალში ახალ „კლიმატს“ ამკვიდრებენ. სწორედ ამიტომ, ამ ნიშნით დაბადებულებს ბუნებრივი ავტორიტეტი და ძალაუფლების სიყვარული ახასიათებთ.

მთავარი თვისებები: ინოვაცია და ამბიცია

კარდინალური ნიშნები ნამდვილი ვიზიონერები არიან. მათთვის ცხოვრება ლაბორატორიაა, სადაც მუდმივად რაღაც ახალს ცდიან. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ცვლიან ინდუსტრიებს და პროგრესს წინ მიაქანებენ.

მათი „მინუსი“: ხშირად ისე არიან გადართულები საკუთარ ამბიციებსა და საქმეზე, რომ ახლობელი ადამიანები თავს მივიწყებულად გრძნობენ. მათთან ხარისხიანი დროის გასატარებლად, შესაძლოა, საერთო ბიზნესის წამოწყებაც კი დაგჭირდეთ.

ოთხი ნიშანი - ოთხი განსხვავებული სტილი

♈ ვერძი: კარდინალური ცეცხლი

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, რაც მას ორმაგად „პირველობის“ სურვილს უჩენს. ეს არის ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც ანგრევს სტერეოტიპებს. მაგალითად, ლედი გაგა და ჰოლი ბეილი სწორედ ამ ენერგიის მატარებლები არიან - ისინი არ უშინდებიან კრიტიკას და ყოველთვის თავისი გზით მიდიან.

♋ კირჩხიბი: კარდინალური წყალი

ნუ შეცდებით და კირჩხიბის მზრუნველობას სისუსტეში ნუ აურევთ. მიუხედავად ემპათიურობისა, მათ მკაცრი საზღვრები აქვთ. კირჩხიბი ლიდერია, რომელიც ინტუიციით მოქმედებს. ამის საუკეთესო მაგალითია სელენა გომესი, რომელმაც თავისი მგრძნობიარე ბუნება წარმატებულ ბიზნესად და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პლატფორმად აქცია.

♎ სასწორი: კარდინალური ჰაერი

ეს არის „რკინის მუშტი ხავერდის ხელთათმანში“. სასწორს აქვს უნარი, ისე მართოს სიტუაცია, რომ ვერც კი მიხვდეთ. ისინი მომხიბვლელობითა და დიპლომატიით აღწევენ იმას, რასაც სხვები ძალით ცდილობენ. გვინეტ პელტროუ ამ ტიპის ლიდერობის კლასიკური ნიმუშია - მან მთელი ცხოვრების სტილის იმპერია შექმნა.

♑ თხის რქა: კარდინალური მიწა

თხის რქა გამძლეობისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლოა. მათთვის ოსტატობის მიღწევა ნებისმიერ საქმეში უმთავრესია. მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი ან K-pop ვარსკვლავი ჯენი კიმი ამტკიცებენ, რომ თხის რქის სტრატეგიას და მოთმინებას ყოველთვის დიდებამდე მიჰყავს ადამიანი.

მაშინაც კი, თუ მზით სხვა ნიშანი ხართ, თქვენს პირად რუკაში შესაძლოა ბევრი კარდინალური პლანეტა გქონდეთ. მაგალითად, ადელი კუროა, თუმცა მისი რუკა კარდინალური ნიშნებითაა დატვირთული, რაც მას ასეთ დაუღალავ და გავლენიან არტისტად აქცევს.