ვინ არის სინამდვილეში ექიმი ჰაუსი?

ვინ არის სინამდვილეში ექიმი ჰაუსი?

რეალურ ცხოვრებაშიც არანაკლები კრეატივიზმითა და ეპატაჟურობით გამორჩეული პიროვნება უნდა იყოს. მსახიობი ჰიუ ლორი – ჰაეროვანი, კომუნიკაბელური და ცვალებადი ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას 1959 წლის 11 ივნისს. მის პირად კოსმგრამაში, ერთი თვალის გადავლებითაც იქცევს ყურადღებას სტელიუმი ლომის ზოდიაქოში – მთვარე, ვენერა, ურანი და მარსი, –  რასაც მზისა და მერკურის შეერთება ემატება ტყუპში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზემთ ხსენებული რუკის მფლობელი, გამორჩეულად კომუნიკაბელური და აქტიური პიროვნება იქნება. ლომის ზოდიაქოს ესოდენ ძლიერი გავლენა კი მიანიშნებს იმას, რომ ეს პიროვნება ყოველთვის ახრეხებს მონახოს გზა საიმისოდ, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში შესძლოს ყოფნა, ლომს ხომ საყოველთაო აღიარებისა და მეფობის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია! ლომის გავლენა განაპირობებს ასევე ამ ადამიანში არტისტული ნიჭის, კარგი სამსახიობო ოსტატობისა და პიროვნული ქარიზმის არსებობას, რაც ჰიუ ლორის უდაოდ გააჩნია. მთვარისა და ვენერას განლაგება ლომის ზოდიაქოში, შეერთებით მარსთან ნიშნავს იმას, რომ ადამიანში ლომისთვის დამახასიათებელი თვისებები, უფრო სახელოვნებო ტალანტის რეალიზაციის გზით ჰპოვებს ასახვას, ვიდრე ლომისთვის დამახასიათებელი დიქტატურისა და გარშემო მყოფთა მართვის სიყვარულის გამოვლინებით. ამასთან ერთად, მზე ჰოროსკოპის მმართველი პლანეტა, რომელიც ტყუპის ზოდიაქოშია განთავსებული, ყველა ამ ასპექტს დამატებით ბონუსს უმატებს. მოგეხსენებათ, ტყუპი კომუნიკაციის ნიშანია, ხოლო კომუნიკაციის უნარს პლუს ლომის არტისტულობა, გვაძლევს კიდეც შესანიშნავ მსახიობს.

Astrologia

როგორც პირადი რუკა აჩვენებს, ჰიუ მრავალმხრივი ინტერესების მქონე ადამიანი უნდა იყოს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ სამსახიობო კარიერის პარალელურად იგი მუსიკით და სამწერლო საქმიანობითაცაა დაკავებული. ამ უკანასკნელს ხელს უწყობს მზისა და მერკურის განლაგება ტყუპის ზოდიაქოში. ვენერასა და მარსის შეერთება ლომის ზოდიაქოში, აჯილდოვებს ამ ადამიანს ემოციების ლამაზად გამოხატვის უნარით; მიმიკის, ჟესტის, გამოხედვის, სიტყვების მეშვეობით. ხოლო იუპიტერისა და ნეპტუნის პოზიციონირება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, არის ზუსტად ის ფსიქოლოგიური სიღრმე და მაგნეტიზმი, რომლის მეშვეობითაც ჰიუ ლორმა შესძლო ექიმი ჰაუსის გმირის მეშვეობით, ტელე-მაყურებლები ეკრანებთან ხანგრძლივი დროით მიეჯაჭვა.

საინტერესო ფაქტია ის, რომ 2004 წელს, ტრანზიტული პლუტონის ოპოზიციის გამო მზესთან, ნეპტუნთან და ურანთან ჰიუს მოუხდა თავიდან ბოლომდე შეეცვალა აქამდე მისთვის დამახასიათებელი კომედიური ჟანრის მსახიობის ამპლუა. დიახ, დიახ სწორედ ამ წელს დასთანხმდა იგი შემოთავაზებას ექსცენტრული, შიზოიდური და არასტანდარტული ექიმი ჰაუსის როლზე. აღსანიშნავია რომ, სერიალის საპრემიერო ჩვენება, მსახიობის ტრანზიტულ რუკაში იუპიტერი-მზის ტრინს დაემთხვა, რაც ადამიანის ცხოვრებაში პიროვნული იმიჯის წინ წამოწევის შანსს, ცნობადობის ზრდასა და წარმატებას ნიშნავს. ამიტომ, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ მოუტანა ექიმი ჰაუსის პერსონაჟმა მსახიობს ექვსი "ოქროს გლობუსი" და საყოველთაო პოპულარობა, არამხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიო მასშტაბით და რატომ იქცა იგი ნაკლებად ცნობილი კომედიური ჟანრის მსახიობიდან, ბევრისთვის სათაყვანებელ ტელეგმირად.