ავტორი:

ვის დაუდგა ბედნიერი პერიოდი, ვინ გაიგებს საიდუმლოს მეუღლეზე, ვინ შეიცვლის სამსახურს ან ოჯახურ სტატუსს - ასტროპროგნოზი მთვარის მიხევით

ვის დაუდგა ბედნიერი პერიოდი, ვინ გაიგებს საიდუმლოს მეუღლეზე, ვინ შეიცვლის სამსახურს ან ოჯახურ სტატუსს - ასტროპროგნოზი მთვარის მიხევით

სავსემთვარეობა 21 სექტემბერს გვქონდა თევზების ზოდიაქოში. იმისათვის, რომ გაიგოთ რა სფეროებზე იქონიებს სავსემთვარეობა გავლენას, გაეცანით პროგნოზს პირველ რიგში თქვენი ასცენდენტის , ხოლო შემდეგ მზის ნიშნის მიხედვით, ქალბატონებმა კი წაიკითხეთ მთვარის ნიშანის მიხედვითაც, თუ თქვენი შვილის პროგნოზის წაკითხვაც გსურთ, მისთვისაც მთვარის ნიშნით წაიკითხეთ.

ვერძი

საუკეთესო პერიოდი დაგიდათ, რომ გათავისუფლდეთ იმისგან, რაც აღარ გინდათ, რომ გქონდეთ - თქვენში ან თქვენ გვერდით. შეიძლება მიიღოთ დოკუმენტები, ინფორმაცია შორეული ქვეყნებიდან, მაგალითად, თუ ემიგრაცია გსურდათ. ან მიიღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. გაგიტაცებთ ეზოთერიკა, მისტიკა. გაგიჩნდეაბთ სურვილი, რომ მოინახულოთ წმინდა ადგილები. ან სანატორიუმში განმარტოვდეთ განსაკურნებლად. გაცხადდება ყველა საიდუმლო, რასაც გიმალავდნენ. იპოვით ადამიანებს, ვისაც ეძებდით; დაკარგულ ნივთებსაც. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები. თუ იზოლაციაში იყავით თქვენი მარტოობა დასრულდება. მაქსიმალურად უნდა გაფრთხილდეთ, წყალთან, ვირუსებთან და ქიმიურ პრეპარატებთან. გამოჯანმრთელდებით, თუ აქამდე ავად იყავით.

კურო

მოიმატებს თქვენი პოპულარობა, თუ აქამდე სარეკლამო კამპანიას ეწეოდით. შეიძლება გაიმარჯვოთ კონკურსში, მოგიწიოთ სცენაზე გამოსვლამ. შეიძლება გახდეთ დიდი ორგანიზაციის, ჯგუფის წევრი. ზოგიერთი შეხვდებით დიდი ხნის უნახავ კლასელებს, მეგობრებს. ზოგიერთი დაემშვიდობება ძველ მეგობარს, რაღაც კოლექტივს, გასართობს, ჰობის, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. სავსემთვარეობის შემდეგ გაწმინდეთ გაჯეტები არასაჭირო ინფორმაციებისგან. შეგიძლიათ მეგობრების სიასაც გადახედოთ სოციალურ ქსელებში.

ტყუპი

მოგინდებათ სტატუსის ამაღლება, იბრძოლებთ კარიერული წინსვლისთვის დაწინაურდებისთვის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ზოგიერთი გაიმარჯვებთ კონკურსში. მიიღებთ საუკეთესო შედეგს, შექებას ადრე შესრულებული საქმისთვის. შეიძლება სამსახური ან კოლექტივი შეგეცვალოთ, ან - უფროსი. ზოგიერთი გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას. სტატუსი შეიძლება შეგეცვალოთ: გახდეთ მშობელი, დაქორწინდეთ, გეყოლოთ შვილიშვილი.

კირჩხიბი

მოგზაურობის, განათლების მიღების სურვილი გაგიჩნდებათ. ან შეიძლება მიიღოთ პასუხი იურიდიულ საკითხზე ან საზღვარგარეთ გამგზავრება გსურდათ და მიიღოთ დასტური, ვიზა; დაგიბეჭდავენ ლიტერატურულ ნაშრომს. ზოგიერთს მოულოდნელი მოგზაურობა გელით. ზოგიერთი დაიწყებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში ან გახსნით სასწავლებელს და სხვებისთვის გახდებით ლექტორი ან გურუ. გამორიცხული არაა, გეყოლოთ შვილიშვილი ან მეორედ დაქორწინეთ.

ლომი

გაგიმძაფრდებათ ინტერესი ყველაფერი მისტიკურისა და საიდუმლოსადმი. დაგაინტერესებთ ეზოტერიკა, მაგია. მიიღებთ ინფორმაციას, რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. ყურადღებით იყავით ფინანსების მიმართ, განსაკუთრებით, თუ პარტნიორის ფულზე ხართ დამოკიდებული. ფლანგვას არ გირჩევთ. მოერიდეთ ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა, სადაზღვევოდან ფული, დაიბრუნოთ ვალი. მოიმატებს ვნებიანობა, სექსუალურობა. ზოგიერთი გაიგებს, რომ შვილი ეყოლება ან გადაწყვეტს შვილის ყოლას.

ქალწული

გაირკვევა სიტუაცია პარტნიორებთან დაკავშირებით. ზოგიერთი შეიძლება შეხვდეს თავის მეწყვილეს. შეყვარებულებმა გადაწყვიტოთ თანაცხოვრება, დაქორწინება. გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთმა დაასრულოთ სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც სიამოვნებას აღარ განიჭებთ, სარგებელი აღარ აქვს. გაიგოთ მეუღლეზე საიდუმლო. ზოგიერთი მიიღებს საბუთებს, გააფორმებს კონტრაქტს, ხელშეკრულებას. შეიძლება დაგიბრუნდნენ ძველი კლიენტები, თუ მომსახურების სფეროში მოღვაწეობთ.

სასწორი

თქვენთვის გააქტიურდება შემდეგი თემები: ჯანმრთელობა და ყოველდღიური ვალდებულებები, სამსახური. იყავით ყურადღებით შეგრძნებებისადმი. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ფიზიკური მდგომარეობა, მოერიდეთ ინფექციებს. დააკვირდით შეგრძნებებს, სიზმრებს, მიიღებთ პასუხებს. თუ ავად იყავით, განიკურნებით. მთვარია, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. შეიძლება მიაგნოთ კარგ სპეციალისტს, მკურნალობის თქვენზე მორგებულ მეთოდს. შეიძლება თქვენგან წავიდეს თქვენი თანამშრომელი ან შეიძლება თქვენ შეგეცვალოთ მუშაობის განრიგი, ხელშეკრულების პირობები. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. თუ გსურდათ, შეიძლება შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ. წაიკითხეთ სრულად