ავტორი:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც აკურატულობას ვერ დავაბრალებთ

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც აკურატულობას ვერ დავაბრალებთ

ზოდიაქოს ნიშნებს შორის არიან პედანტები, რომლებიც ზრუნავენ სისუფთავესა და წესრიგზე, მაგალითად, ქალწული და მორიელი მზად არიან მთელი ძალისხმევით დააწკრიალონ თავიანთი სახლი სრულყოფილებამდე. მაგრამ არსებობს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შეუძლიათ სახლის ერთი დღით დასუფთავება, მაგრამ მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ გარშემო ისევ არეულობაა.

ტყუპი

მხოლოდ ტყუპს შეუძლია პარალელურად ჭამა და სოციალურ ქსელებში მეგობრებთან ურთიერთობა. ცდილობს ყველაფერი კარგად გააკეთოს, მაგრამ ძნელია თვალყური ადევნო ღუმელზე შემომდგარ რძის ქვაბს, როცა გვერდით ოთახს მტვერსასრუტით ასუფთავებ. რამდენიმე დავალების ერთად შესრულების სურვილი ტყუპს ხშირად უწესრიგობას უქმნის.

თხის რქა

როდესაც თხის რქა მუშაობს, იმდენად ღრმადაა ჩაფლული პროცესში, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევს. მან შეიძლება ვერ შეამჩნიოს, რომ სადილის მომზადებისას სახელო დაეხა ან ირგვლივ არეულობა შექმნა. თხის რქა არ იქნება წინააღმდეგი, თუ გარემოს სხვა დაუსუფთავებს. თვითონ კი მუშაობას არ მოსცდება.

მერწყული

შემოქმედებითი არეულობის მოყვარული მერწყულები ისე არიან გატაცებული საქმით, იდეების განხორციელებით, თუ ექსპერიმენტებით, რომ არც აინტერესებთ ტანსაცმელი თუ დაულაქავდათ. მათთვის მთავარი სრულყოფილი შედეგის მიღებაა და არც გარემოს დაბინძურება აინტერესებთ.

კურო

კუროს უყვარს როცა მის გარშემო წესრიგი სუფევს; აფასებს კომფორტს, სისუფთავეს და სიმყუდროვეს, მაგრამ თუ არის შესაძლებლობა, ყველა ბინძური საქმე აირიდოს, ეს მოვალეობა სხვას მიანდოს, ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.