ავტორი:

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2020 წლის შემოდგომიდან სიყვარულში გაუმართებს

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2020 წლის შემოდგომიდან სიყვარულში გაუმართებს

2020 წელს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც ბევრი გვქონდა და სიყვარულისთვის მხოლოდ ერთეულებმა მოიცალეს. შემოდგომა-ზამთრის პერიოდი წინ გვაქვს და ნახეთ, იქნებ თქვენ ხართ ის ბედნიერი, ვისაც პირად ცხოვრებაში ბედნიერება ელის.

  • მეხუთე ადგილი - ქალწული

ახლა თქვენი დროა და სიყვარულისთვისაც მზად ხართ. მარტოხელებს საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა მოგეცემათ, რაც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში, რომანში გადაიზარდოს. გირჩევთ, ხანდახან მაინც მიატოვოთ თქვენი საყვარელი სამუშოა ადგილი და გამოხვიდეთ საზოგადოებაში. ვინც სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობს, გაუმართლებს. დაქორწინებულებს შორის მოიმატებს ურთიერთპრეტენზიები ერთმანეთის მიმართ. უსიამოვნებების მშვიდად განხილვა და ერთად მოგვარება საუკეთესო გამოსავალი იქნება, ნუ მიიყვანთ შელაპარაკებას დაუსრულებელ ჩხუბამდე.

  • მეოთხე ადგილი - თხის რქა

როგორც ყოველთვის, თავით ხართ ჩაფლული სამსახურის საქმეებში. ამ სფეროში ტრიუმფატორი ხართ. თუმცა, თუ მოინდომებთ, პირადი ცხოვრებაც სასიამოვნო ცვლილებებით გაგახარებთ. მარტოხელები თავად გააქტიურდით, რომ თქვენ გვერდით ადგილი სასიამოვნო ადამიანმა დაიკავოს. ნუ გგონიათ, რომ ადამიანი მომენტალურად გამოავლენს თქვენ მიმართ სიმპათიას, მაგრამ თუ მიზანმიმართული და ცოტა რომანტიკულიც იქნებით, მის გულს მოიგებთ.

დაქორწინებულები ნუ დაივიწყებთ, რომ სახლში საყვარელი ადამიანი გყავთ. მას თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. ეცადეთ, საქმეებისგან შაბათ-კვირა გამოითავისუფლოთ და ერთად მეტი დრო გაატაროთ. სანამ თბილი ამინდებია, მოიწყვეთ ექსკურსიები, რომანტიკული უქმეები. გარემოს შეცვლა სასარგებლოდ წაგადგებათ.

  • მესამე ადგილი - კურო

შემოდგომა თავს დაგამახსოვრებთ ახალი ნაცნობობით, მსუბუქი ფლირტით და რომანტიკული შეხვედრებით. ერთადერთი რთული დრო რეტროგრადული მარსის პერიოდია (10 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით). ამ პერიოდში უნდა მოერიდოთ ურთიერთობის ხმაურიან გარჩევებს. უმჯობესია, იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასტაბილურებაზე.

  • მეორე ადგილი - კირჩხიბი

ყველაზე მეტად ამქვეყნად საიმედო და მყარ ურთიერთობას აფასებთ. სიმყუდროვე სახლში და ოჯახის წევრებთან ტკბილი დამოკიდებულება გაბედნიერებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, რაც შეიძლება ბედნიერი ოჯახის შექმნით დაგვირგვინდეს. მთავარია, შინ არ გამოიკეტოთ და ხშირად გახვიდეთ ხალხში. დაოჯახებულებმა მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით. ესაუბრეთ საკუთარ განცდებზე. იყავით ყურადღებიანი მის მიმართ. გახსოვდეთ, რომ მზრუნველობა თქვენსავით მასაც სიამოვნებს.

  • პირველი ადგილი - თევზები

როგორც წესი, საქმეები და ვალდებულებები იმდენად არ გაღელვებთ, როგორც ჰარმონია პირად ცხოვრებაში. მართალია, მუდმივად უღრუბლო ზეცა არ გაქვთ, მაგრამ სხვებთან შედარებაც არ შეიძლება. სექტემბერში რეტროგრადული მარსი დაგეხმარებათ კიდეც, რომ მეტად გამოავლინოთ თქვენი ხასიათი და ვნებას თავისუფლება მიანიჭოთ. დაქორწინებულების ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს. აი, მარტოხელებს კი საბედისწერო ნაცნობობა ელით. თუ დაწყვილებული ხართ, ურთიერთობის მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებთ.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება საყვარელ ადამიანთან, თანამშრომლებთან"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "გართობის, ფლირტის და სექსუალური თავგადასავლების დრო დაგიდგათ"