მათთან ყოველთვის უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი - და სწორედ ამაში მდგომარეობს მათი მთავარი ძალა. ისინი შეიძლება წლების განმავლობაში იყვნენ თქვენ გვერდით, გიზიარებდნენ სარეცელს, ემოციებსა და სამომავლო გეგმებს, მაგრამ მაინც გქონდეთ განცდა, რომ მათ ბოლომდე არ იცნობთ.
მაშინაც კი, როცა მაქსიმალურად გიახლოვდებიან, თქვენ შორის თითქოს უხილავი კედელი დგას. ისინი საოცრად გიზიდავენ, გაჯადოებენ და გაიძულებენ, ისევ და ისევ მათთან დაბრუნდეთ, ხშირად საღი აზრის საწინააღმდეგოდაც კი.
წარმოგიდგენთ ზოდიაქოს 5 ნიშანs, რომელთა შინაგანი სამყარო „დახურული ტერიტორიაა“:
ტყუპები - ილუზიების ოსტატები
ტყუპები აბსოლუტური გამჭვირვალობის ილუზიას ქმნიან. ისინი ბევრს საუბრობენ, ხუმრობენ და იოლად შედიან კონტაქტში. გგონიათ, რომ მათ შესახებ ყველაფერი იცით, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. სიტყვების ნაკადის მიღმა იმალება სიღრმე, რომლის ჩვენებასაც ისინი საკუთარი თავისთვისაც კი არ ჩქარობენ. ნამდვილ გრძნობებს ირონიით ან უეცარი სიცივით ნიღბავენ. დღეს ისინი ემოციურები არიან, ხვალ კი - მიუწვდომლები.
მერწყული - ემოციური დისტანციის მეფე
მერწყულები ძალიან ღია ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მათ შეუძლიათ იყვნენ ნაზი და ყურადღებიანი პარტნიორები, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებენ დისტანციას, რომლის გადალახვაც შეუძლებელია. ყველაზე ახლო ურთიერთობაშიც კი, მერწყული იტოვებს პირად სივრცეს, სადაც არავის უშვებს. მაშინაც კი, როცა თქვენს გვერდითაა, გიჩნდებათ განცდა, რომ მისი ნაწილი სადღაც სხვაგან, პარალელურ რეალობაში იმყოფება.
მორიელი - „ჩაკეტილი ოთახის“ საიდუმლო
რაც არ უნდა კარგად აგეწყოთ ურთიერთობა, მორიელი ყოველთვის იტოვებს „ჩაკეტილ ოთახს“, სადაც შესვლის უფლებას საყვარელ ადამიანსაც არ აძლევს. ის შეიძლება იყოს უკიდურესად ვნებიანი და გულახდილი საწოლში, გიზიარებდეთ შიშებს, მაგრამ თავის ყველაზე სუსტ წერტილებს შვიდი საკეტით ინახავს. მისი ნამდვილი მოტივები და შინაგანი დემონები საიდუმლოდ რჩება, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
თხის რქა - მოტყუებითი სიმშვიდე
თხის რქები ერთი შეხედვით საერთოდ არ ჰგვანან მისტიკურ პერსონაჟებს. ისინი გაწონასწორებულები და საიმედოები არიან - სწორედ აქ იმალება ხაფანგი. გარეგნული რაციონალურობის მიღმა იმალება ღრმა, ხშირად წინააღმდეგობრივი ემოციები. თხის რქა შეიძლება იყოს ერთგული პარტნიორი, მაგრამ იმის შესახებ, თუ რა ხდება მის სულში სინამდვილეში, მხოლოდ მცირე ნაწილს გაიგებთ. სიახლოვის მომენტშიც კი, ის გონებით თავის მიზნებსა და გეგმებშია.
თევზები - რეალობისა და ფანტაზიის ზღვარზე
თევზები პარტნიორს სრულ ემოციურ ერთიანობას სთავაზობენ, თუმცა ამის მიღმა საიდუმლო იმალება. ისინი სათუთად უფრთხილდებიან თავიანთ იარებსა და ბნელ მხარეებს და ურჩევნიათ სამყაროს მხოლოდ რომანტიკული სახე აჩვენონ. სიყვარულის ახსნისასაც კი, თევზები თითქოს სულის ნაწილს სხვა განზომილებაში ტოვებენ, სადაც არავის აქვს წვდომა. მათ გამოხედვაში ყოველთვის იკითხება მსუბუქი სევდა და ქვეტექსტი, რაც მათ მიუწვდომელს ხდის.