ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც გაბრაზებისას განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც გაბრაზებისას განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა

ალბათ დამეთანხმებით, ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. განსაკუთრებით მაშინ, როცა უარყოფით შტრიხებზე და ხასიათის ე.წ. "ჩრდილოვანი" მხარეების გამოვლენაზეა საუბარი. ასტროლოგების აზრით, სისასტიკისკენ მიდრეკილება და ზოგადად უმართავი აგრესია, სიტუაციისა და შესაბამისი გარემოს ადეკვატურად, შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანს ახასიათებდეს. თუმცა, არსებობს გარკვეული სტატისტიკაც იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე მეტად მიდრეკილნი დიქტატურისკენ...

კურო - ალბათ გაგიკვირდათ ამ ერთი შეხედვით მშვიდი, გაწონასწორებული და თითქოსდა ინერტული ადამიანების სამეულის სათავეში მოხვედრა. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ გააფთრებული ხარი კორიდაზე აღარავის ინდობს. იგივეა კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შემთხვევაშიც. კუროს ხანგრძლივი მოთმინების უნარი აქვს, მაგრამ თუ ის "კაპიტალურად" გაბრაზდა, მერე გზად ყველას და ყველაფერს წალეკავს. ამასთან ერთად, მისი სისასტიკე უზომო და უსაზღვროა. ჰიტლერი, ეკატერინე მედიჩი, მოამარ კადაფი... ამ მოკლე ჩამონათვალის გადახედვაც საკმარისია საიმისოდ, რომ გააცნობიეროთ, რაოდენ სასტიკი შეიძლება იყოს ეს ერთი შეხედვით "ბუნჩულა" და მშვიდობისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი.

ქალწული - ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, იმ შემთხვევაში როცა სწორად და დადებითად განვითარებულ ინდივიდებთან გვაქვს საქმე, გასაოცარი მზრუნველობით გამოირჩევიან. თუმცა ქალწულის ბუნებას თუ ცოტა უფრო დეტალურად შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ათასგვარის "მიჯაჭვულობების" და ფობიებისკენ გააჩნია მიდრეკილება. გარდა ამისა, ქალწული მიწის ნიშანია და ნებისმიერი სისასტიკის ჩადენა შეუძლია ისე, რომ არც ხელი აუკანკალდეს და არც გული აუჩუყდეს. ამ ხალხს ემოციების სრული გათიშვა შეუძლია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ცნობილი "მეფე-მზე" იგივე ლუი მეთოთხმეტე, ფრანგი მონარქი, რომელმაც საკუთარი ძმაც კი გასწირა ძალაუფლების გასამყარებლად.

ლომი - აი, თუ ვინმეს ახასიათებს წრეგადასული ტირანიისა და სისასტიკისკენ მიდრეკილება ეს უდავოდ ლომი გახლავთ. ბენიტო მუსოლინი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ფიდელ კასტრო... მოკლედ, საკმაოდ შორს წაგვიყვანს მაგალითების დასახელება. ლომს რომ ძალაუფლება ხიბლავს და ლიდერის როლს მთელი სულითა და გულით ესწრაფვის ეს ახალი ამბავი ალბათ არავისთვისაა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი "ოქროს შუალედს" ვეღარ პოულობს თუკი ხელში მართვის სადავეები მოიგდო. სწორედ ამის შემდეგ იბადება მასში "ერთპიროვნული ტირანი", რომელიც არა ერთ ან ორ ადამიანს, მთელს ნაციას უქცევს სიცოცხლეს ჯოჯოხეთად.