"დროა ითქვას სიმართლე: საქართველო თავს დაესხა რუსეთს" - სტივენ სიგალი 2008 წლის ომზე

"დროა ითქვას სიმართლე: საქართველო თავს დაესხა რუსეთს" - სტივენ სიგალი 2008 წლის ომზე

"რესპექტაბელური საინფორმაციო არხები ჯიუტად აკეთებენ შედარებებს ყირიმსა და საქართველოს შორის - "სწორედ ისე, როგორც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს" - ამბობენ ისინი. მართლა? რატომ არ ამბობთ სიმართლეს? საქართველო დაესხა თავს რუსეთს და არა პირიქით. დროა, ამ ხალხმა ან ცოტა წაიმეცადინოს და გაერკვეს, რას ამბობს, ანაც შეწყვიტოს იმის თქმა, რასაც უბრძანებენ." - განაცხადა ცნობილმა მსახიობმა და საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა სტივენ სიგალმა Russia Today-სთან უკრაინის კრიზისზე საუბრისას.

საქართველოს მაგალითი სიგალმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის კონტექსტში მოიყვანა და აღნიშნა, რომ ახლაც მსოფლიოს ცნობილი მედიასაშუალებები მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციიდან აფასებენ მოვლენებს, ხოლო რუსეთის საპასუხო განმარტებებსა და ჩვეულებრივი უკრაინელი მოქალაქეების აზრს არავინ აშუქებს.

იხილეთ ვიდეო