"ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა დავინტერესდი სისხლის სამართლის საქმეთი და ეჭვი გამოვხატე. ეს იყო "ფოტოგრაფების საქმე". ეჭვის დონეზე დავინტერესდი, იმიტომ, რომ ჩემი პირადი ფოტოგრაფი დააკავეს და დღემდე ვფიქრობ, არ იყო იქ ყველაფერი სუფთად გაკეთებული" - ამის შესახებ გადაცემა "არჩევანის" ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, შსს-მ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, გაზეთ "პრაიმ-თაიმის" ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე, საგარეო უწყების პრესსამსახურის თანამშრომელი გია აბდალაძე, ევროპის "პრესფოტო სააგენტოს" ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და სააგენტო "ასოშიეითედ პრესის" ფოტოკორესპონდენტი შახ აივაზოვი 2011 წლის ივლისში დააკავა. აივაზოვი დაკავების დღესვე გაათავისუფლეს. ორი დღის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს ნათია გედენიძეც. დანარჩენ სამს უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის წარედგინა ბრალი.