ავტორი:

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მიიღო 2018 წლის თებერვალში მისი გატაცების, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების და მისი პოლონეთში უკანონო გადაყვანის შესახებ“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2017 წლის ივლისში, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების დროს წარადგინა ყალბი ინფორმაცია, კერძოდ, არ მიუთითა საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

საქართველოს ათასობით მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს და თითქმის ყველა ეს განაცხადი უსაფუძვლოა - გერმანიის პრეზიდენტი მიგრანტებზე