ედუარდ სურმანიძე - ზურაბ ჟვანია მოკლულია

ედუარდ სურმანიძე - ზურაბ ჟვანია მოკლულია

ზურაბ ჟვანია მოკლულია და ამაში ეჭვი არასდროს მეპარებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყოფილმა დეპუტატმა, ედუარდ სურმანიძემ განუცხადა. მისი თქმით, გამოქვეყნებული მასალები მკვლელობას ადასტურებს.

"მადლობა ღმერთს, რომ დაიძრა ეს საქმე. გამოძიება უახლოვდება კონკრეტულ დასასრულს. ვვარაუდობთ, რომ ორი თვე საკმარისი იქნება, რომ დასრულდეს გამოძიება და რეალურად ობიექტური დასკვნა დაიდოს. ამდენი ხნის მიჩქმალვა უნდა დამთავრდეს. ეს იყო მკვლელობა. ამაში ეჭვი არც ადრე გვეპარებოდა. გამოქვეყნდა მასალები, რომელიც ამას ადასტურებს.

გაზით გაგუდვის შემთხვევაში ადამიანი არ ინვალიდდება, თავს არ იტეხს, ხელს არ იტეხს და ა.შ.", - განაცხადა სურმანიძემ.

მისივე თქმით, თუ ვისი დანაშაული იკვეთება, ამას გამოძიება დაადგენს.

"თუმცა ვფიქრობ, რომ მაშინდელი ხელისუფლება დანაშაულში უკვე მონაწილეობს, რადგან მიჩქმალულია ბევრი რამ", - აღნიშნა სურმანიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა