რატომ გაიზარდა საქართველოში სიმსივნური დაავადებები

რატომ გაიზარდა საქართველოში სიმსივნური დაავადებები

საზარელი სტატისტიკა! - ასე შეიძლება შევაფასოთ ჩვენში სიმსივნური დაავადებების ზრდა. 2013 წელს სიმსივნის პირველადი დიაგნოზი 2000 წელთან შედარებით დაახლოებით 125%-ით გაიზარდა! დაფარული ონკოფობია, ანუ სიმსივნის შიში კი შესაძლოა, უკვე ყოველ ჩვენგანს სჭირდეს.

გვესაუბრება ცნობილი ექოსკოპისტი ლადო კახაძე, რომელიც მრავალჯერ გამხდარა მოწმე ორგანიზმში სიმსივნური პათოლოგიების წარმოქმნისა.

- ადამიანი მუდმივად ცდილობს წონასწორობაში იყოს სამყაროსთან, საკუთარ თავთან. ასეთივე ჰარმონია უნდა მეფობდეს ჩვენს ორგანიზმში შემავალი ნაწილაკების ყოველ მოძრაობასა და მოქმედებაში... ამ ბალანსის მცირე დარღვევაც კი საკმარისია, რომ ორგანიზმში კატაკლიზმები განვითარდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ამის გენეტიკური მზაობაა. სუსტი გენეტიკური კოდის მქონე ორგანიზმი განწირულია ამა თუ იმ დაავადებისთვის. გენეტიკა იმუნური სისტემის მუშაობას განაპირობებს. ეს უკანასკნელი ყველაზე ძლიერი დამცველია ადამიანისა. ამ ფონზე ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, - ყოველ ახალ თაობას იმაზე სუსტი გენეტიკა აქვს, ვიდრე მის წინა თაობას: საშიში ეკოლოგია, მოწამლული საკვები, ჰაერი, წყალი, გაზრდილი მზის რადიაცია, მაღალტექნოლოგიური დანადგარები, რომლის ზეგავლენა ბოლომდე არ არის შესწავლილი, ფსიქოლოგიური სტრესები და მუდმივი უმწეობის განცდა, - აი, რა ხვდება წინ ისედაც დასუსტებული გენეტიკის მქონე თაობას.

ყოველი სტრესი ჩვენს ტვინზე მოქმედებს, ტვინი კი პასუხისმგებელია მთელი ორგანიზმის მუშაობაზე. სწორედ ის "ამაძღრებს" ადამიანს. სიმსივნის მატების ისეთი მიზეზიც არსებობს, რომელზეც არ ლაპარაკობენ. მიმაჩნია, რომ ამაზე დუმილი დანაშაულია და რასაც ახლა ვიტყვი, პასუხისმგებელი ვარ - დაავადებათა ზრდაში უდიდესი ზიანი მოსახლეობას საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, გაერომ და მათზე დამოკიდებულმა პოლიტიკურმა ელიტებმა მიაყენეს! მაშინ, როცა ქალბატონებისთვის საარსებო ენერგია 3000 კილოკალორიაა, მამაკაცებისთვის კი 3500-4000, გაეროს რეკომენდაციით გადაწყდა, რომ ადამიანს საარსებოდ 2000 კილოკალორიაც მშვენივრად ეყოფა. ამიტომაც მოსახლეობას საარსებო მინიმუმად ამ კალორიების შესაბამისი თანხა დაუდგინეს. ასე გაიწირა კაცობრიობის 4/5! ამას დავამატოთ ისიც, რომ საქართველოში 80 % მედიკამენტებისა ფალსიცირებულია, რაც დაავადებებს არა თუ არჩენს, არამედ აღვივებს...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია