მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს კვერცხები დაუშინეს

მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს კვერცხები დაუშინეს

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება , ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა კონტრაქციის მონაწილეებს - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს.

სააკაშვილის მოწინააღმდეგეები ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების მისამართით სხვადასხვა საგნებსაც ისვრიან.

სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობენ. ამ მიზნით მათ ორი საპირისპირო აქციის მონაწილეებს შორის კორდონი აღმართეს.

ასევე დაგაინტერესებთ: მელორ ვაჩნაძე დააკავეს

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა