ვინ მოკლა ახალგაზრდა ბიჭი გორში - "ჟანგიანის" და ოქრუაშვილის საიდუმლო

ვინ მოკლა ახალგაზრდა ბიჭი გორში - "ჟანგიანის" და ოქრუაშვილის საიდუმლო

2004 წლის 4 ნოემბრის ღამეს გორში მცხოვრებ თამაზ ბაშარულს ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ენერგოკომპანიის შენობასთან მისულიყო. ადგილზე მისულს კი "ნივაში" ჩაცხრილული შვილი აჩვენეს. სამართალდამცავებმა მამა დააჯერეს, რომ მისი შვილი ავტომანქანას იტაცებდა და წინააღმდეგობის გაწევის დროს, ავტომანქანის მფლობელის მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ავტომანქანა ენერგოკომპანიის თანამშრომელზე, გია ნაოჭაშვილზე იყო გაფორმებული. გია ნაოჭაშვილი კი გორის საკრებულოს ამჟამინდელი წევრის, თემურ ნაოჭაშვილის შვილია. თემურ ნაოჭაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გორის ერთ-ერთ "მამად" მოხსენიებული "ჟანგიანია".

თავდაპირველი ვერსიით, ბაშარულს გია ნაოჭაშვილმა ესროლა იარაღი, რომელმაც საკუთარი "მანქანა დაიცვა". აღნიშნული ვერსია 2005 წელს, სასამართლო ექსპერტიზის შედეგებმა თავდაყირა დააყენა. ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც არაერთი მცდელობის შემდეგ გარდაცვლილის მამამ ერთი წლის შემდეგ მიიღო, აღმოჩნდა, რომ რეზო ბაშარული მანქანაში არ იყო ჩაცხრილული. გაჩნდა ეჭვი, რომ გარდაცვლილი ავტომანქანაში მკვლელობის შემდეგ ჩასვეს და დაყაჩაღების ინსცენირება გაათამაშეს. ამავე დასკვნის მიხედვით, მანქანის მიმართულებით ნასროლი ტყვიის და გარდაცვლილის სხეულში მოხვედრილი ტყვიების ტრაექტორიები ერთმანეთს არ ემთხვევა.

იმ ავტომანქანას, რომელშიც გარდაცვლილი ესვენა, რამდენიმე ადგილას ნატყვიარები მართლაც ემჩნეოდა. აქედან გამომდინარე, პოლიციის უფროსმა ალეკო სუხიტაშვილმა და გორის პროკურორმა თამუნა ტლაშაძემ პირველადი მოკვლეული მასალებით, ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, "დაადგინეს", რომ "ნივის" მიმართულებით ნასროლი და რეზო ბაშარულის სხეულზე ნასროლი ტყვიების ტრაექტორიები ერთმანეთს ემთხვეოდა. ტლაშაძემ მკვლელობის საქმე იმ ვერსიით დახურა, რა ვერსიასაც სუხიტაშვილი ავითარებდა - ავტომანქანის გატაცების მცდელობისას გამტაცებლის ლიკვიდაცია მოხდა. მაგრამ ვისი იარაღით? ავტომანქანის მფლობელი ჩვენებაში უთითებდა, რომ როდესაც მან სამსახურის ფანჯრიდან გამოიხედა, მანქანა კედელს იყო შეჯახებული. ცოტა ხანში, საქმე თაროზეც შემოიდო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ