ავტორი:

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობა, სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დავით მუმლაძის მკვლელობა ესპანეთში დაიგეგმა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები - მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე და დიტო დუღაშვილი (რომლებიც აღნიშნულ საქმეზე ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით მიეცნენ პასუხისგებაში), ზაფხულში ესპანეთში იმყოფებოდნენ, სადაც ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდნენ და სწორედ იქ დაიგეგმა დავით მუმლაძის მკვლელობა.

"კურიერის" ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი, მის მიერ ე.წ "ქურდული ობშიაკის" მითვისება გახდა. "კურიერის" ჟურნალისტი წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, სწორედ ესპანეთში მიიღეს დაკვეთა, რომ დავით მუმლაძისთვის თავისუფლება აღეკვეთათ, რის შემდეგაც მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პოლიციელებმა ამაში თანხაც აიღეს - 12 000 ლარი.

შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა მოკლული მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც გაირკვა ის 35 წლის დავით მუმლაძე იყო.

მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველია.

ერთი პირი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული (1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა.), ხოლო სამართალმდაცველები ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით მიეცნენ პასუხისგებაში. კიდევ ერთ დაკავებულს, 1989 წელს დაბადებულ გიორგი გეთიაშვილს კი, რომელიც მოკლული მამაკაცის მეგობარია, ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა ედება.

ამასთან, განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დააკავეს