საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ხელს პრეზიდენტი აწერს

საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ხელს პრეზიდენტი აწერს

საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ხელს პრეზიდენტი აწერს. კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველივე პუნქტში, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს , ნათქვამია, რომ "საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს".

დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს. ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებას ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა ან პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა