სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც კვერცხების სროლით დასრულდა (+16 ფოტო)

სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც კვერცხების სროლით დასრულდა (+16 ფოტო)

დღეს მთავარ პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ამ აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს კვერცხები და სხვადასხვა სახის საგნები დაუშინეს. საპროტესტო აქციის დასასრულს მისი ერთ-ერთი მონაწილე მელორ ვაჩნაძე დააკავეს.

როგორც დაკავებულმა ვაჩნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზადაა უწყებასთან განვითარებული მოვლენების გამო პასუხი აგოს.

"მე მზად ვარ მომხდარზე პასუხი ვაგო", - აღნიშნა ვაჩნაძემ, რის შემდეგაც ის საპატრულო პოლიციის ავტომანქანით ერთ-ერთ სამმართველოში გადაიყვანეს.

მელორ ვაჩნაძის დაკავება აქციის დასრულების დროს მოხდა. ამ დროისთვის მთავარ პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგები აღარ იმყოფებიან. ორივე აქცია დასრულებულია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია