"გოგიტას სახელზე ტრაქტორი ვიყიდე" - როგორ ცხოვრობს შიმშილით გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძის ოჯახი?

"გოგიტას სახელზე ტრაქტორი ვიყიდე" - როგორ ცხოვრობს შიმშილით გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძის ოჯახი?

მძიმე სოციალური პირობების გამო 2013 წლის 23 მარტს გარდაცვლილი ერთი წლის გოგიტა აბაშიძის ოჯახი კვლავ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში ცხოვრობს. Ambebi.ge გარდაცვლილი ბავშვის მამას, ლევან აბაშიძეს დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ როგორ პირობებში ცხოვრობს ოჯახი და ხომ არ აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები.

ლევან აბაშიძე და და მისი მეუღლე ინგა დავითაძე ორ მცირეწლოვან შვილს ზრდიან.

- გოგიტას სახელზე ტრაქტორი ვიყიდე, ვამუშავებ ყანებს და ბაღებს და მაქვს შემოსავალი. ყოველთვიურად 252 ლარს სოციალურ დახმარებას ვიღებთ. მთავრობაც მეხმარება და გვყოფნის ოჯახს ეს შემოსავალი. ყურადღებას მაქცევენ გამგეობის და მთავრობის წევრები. კონტროლის ქვეშ ვარ და დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის.

- ტრაქტორის შეძენაში ვინ დაგეხმარათ?

- 1 300 ლარი გადავიხადე ტრაქტორში, მთავრობამ დამირიცხა თანხა. ტექნიკა კარგად მუშაობს, სხვადასხვა ფუნქციის სახნავი დანები აქვს.

- ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ გაქვთ?

- მე და ბავშვები კარგად ვართ, ჯანმრთელობას არ ვუჩივით, მაგრამ მეუღლეს ხერხემლის მალების დაშორება აქვს. უბნის ექიმთან იყო, რომელმაც მიმართვა გაუკეთა საავადმყოფოში მისასვლელად. იქ გასინჯეს და დაუნიშნეს მკურნალობის კურსი.

ლევან აბაშიძე ამბობს, რომ გოგიტას საფლავი გააკეთა და მის მოპირკეთებას აპრილის თვეში გეგმავს, რაშიც სპეციალისტები დაეხმარებიან. გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების მიზეზად შიმშილობისგან გამოწვეული წონის დეფიციტი დასახელდა. ერთი წლის ბავშვი დაახლოებით იმდენს (4 კგ) იწონიდა, რამდენიც დაიბადა.

ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

შიმშილით გარდაცვლილი 1 წლის გოგიტა აბაშიძის საიუბილეო ტორტი ჯანდაცვის მინისტრს მიართვეს - ემოციური აქცია-პერფორმანსი სამინისტროსთან (+ვიდეო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია