როგორ ეხმაურება "ბიბისი" სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას

როგორ ეხმაურება "ბიბისი" სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას

საქართველოს ხელისუფლება იმუქრება, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ორდერს გასცემას, თუ ის დაკითხვაზე არ გამოცხადდება. ამის შესახებ "ბიბისის" მიერ გავრცელებულ სტატიაშია ნათქვამია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებას ეხება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პროდასავლურმა პოლიტიკოსმა საქართველო ნოემბერში, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

"პროკურორებს მისი დაკითხვა ქვეყნის ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას საეჭვო სიკვდილისა და სხვა საქმეების გამო უნდათ. თავად სააკაშვილი კი ამტკიცებს, რომ ის მოსკოვის მიერ მართული გამოძიების მსხვერპლია", - ნათქვამია "ბიბისის" სტატიაში.

ამასთან, სტატიაშია აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა ყოფილი მაღალჩინოსნების დევნის გამო. ავტორის თქმით, ათობით მათგანის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს ან უკვე წაუყენეს ბრალი. ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი დააპატიმრეს თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის.

"დასავლეთში ბატონ სააკაშვილს იცნობენ, როგორც ქარიზმატულ ლიდერს, რომელმაც აღმოფხვრა წვრილმანი კორუფცია, ბიუროკრატიული დაბრკოლებები და 2008 წელს რუსეთს ხანმოკლე ომში დაუპირისპირდა. მაგრამ სამშობლოში ყოფილ ლიდერს ბევრი ადანაშაულებს ავტორიტარიზმში და მაღალ ეშელონებში კორუფციის აყვავებაში", - აღნიშნავს სტატიის ავტორი რაიან დემეტრიე.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ სააკაშვილმა საქმიანობა ბოსტონის ტაფტის უნივერსიტეტში გააგრძელა, ევროპაში კი ის ხშირად ჩანდა ამ თვეში და მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

სტატიაშია ასევე მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის "რუსთავი 2"-სთვის გაკეთებული კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველო გასულ წელს დასავლელი მაღალჩინოსნების რჩევის შედეგად დატოვა, რადგან დიდი იყო მისი დაპატიმრების რისკი.

ამასთან, როგორც "ბიბისის" სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს ყოფილი ლიდერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის სამართლებრივი პროცედურების წინააღმდეგ მიდის, როცა იმუქრება, რომ საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს სააკაშვილზე, თუ ის მოწმის სახით დაკითხვაზე არ გამოცხადდება.

"სააკაშვილი ასევე ადანაშაულებს საქართველოში მის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ორი წლის წინ დაიმუქრა სააკაშვილის დევნით, თუ ის არ გაჩუმდებოდა", - ნათქვამია "ბიბისის" სტატიაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა