საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი დასავლეთსა და აღმოსავლეთში წვიმის სახით, ხოლო მაღალ მთაში თოვლის სახით.

30 მარტს კი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა. დაბლობსა და ბარში ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება. 30 მარტს ღამით ყინვაა მოსალოდნელი, დასავლეთში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი -5 გრადუსამდე. თბილისში 30 მარტს ტემპერატურა დღისით +7, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

ამასთან, სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებასთან ერთად, ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. მათივე ინფორმაციით, ყინვა ამ პერიოდში საშიშია, რადგან ხეები ყვავის.

მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში გამოდარებასა და ტემპერატურის მატებას 1-ელი აპრილიდან პროგნოზირებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია