უბნები თბილისში, სადაც დღეს წყალმომარაგება შეწყდება

უბნები თბილისში, სადაც დღეს წყალმომარაგება შეწყდება

დიდი დიღომსა და მის მიმდებარე კერძო დასახლებას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კომპანია დიდ დიღომში გამავალ მაგისტრალზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

"დილიდან, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე გამავალ მონაკვეთზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ამ მიზნით, 28 მარტის 10:00-დან 29 მარტის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება დიდი დიღომსა და მის მიმდებარე კერძო დასახლებას.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. დიდი დიღმისა და მისი მიმდებარე დასახლების მცხოვრებლებს წყალმომარაგება აღუდგებათ ეტაპობრივად, 29 მარტის 10:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე. შესაბამისად, 29 მარტის 13:00 საათისთვის წყალს მიიღებს დიდი დიღმის უკლებლივ ყველა კორპუსი და კერძო სახლი", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია