სანზონის რაიონის მცხოვრებლებს დღეს გაზმომარაგება შეუწყდებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, სანზონაში – მუხრანის ქ. #70-თან მიწისქვეშა ავარიული საშუალო წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, დღეს, 10.00-დან 17.00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზ. 19, 21, 23, გუდამაყრის ქუჩის კორპუსების, მუხრანის, ჩარგლის, ტიბაანის, რატევანის, თიანეთის, ხორნაბუჯის, გლინკას, შენგელაიას, ჟინვალისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზკვების, კომერციულ ობიექტებს და კომუნალურ ობიექტებს.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.