რაიონები თბილისში, სადაც დღეს, 28 მარტს შუქი გაითიშება

რაიონები თბილისში, სადაც დღეს, 28 მარტს შუქი გაითიშება

სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, უცნობის, მარნეულის, კრწანისის, ჩიტაძის, ბერიძის, ინგოროყვას და ჩაიკოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.

"თელასის" ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია