"სირცხვილია ამ რასისტი, სექსისტი და ჰომოფობი ადამიანის მოწვევა" - რა გამოხმაურება მოჰყვა მამა თეოდორეს სასამართლოში სტუმრობას

"სირცხვილია ამ რასისტი, სექსისტი და ჰომოფობი ადამიანის მოწვევა" - რა გამოხმაურება მოჰყვა მამა თეოდორეს სასამართლოში სტუმრობას

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს უმასპინძლა. სასამართლოს თანამშრომლებისათვის მამა თეოდორემ წაიკითხა საჯარო ლექცია, თემაზე "მორწმუნეთა სამართალი და მისი საფუძვლები".

შეხვედრა სასამართლოს ინიციატივით მოეწყო. დასასრულს მამა თეოდორემ თანამშრომელთა შეკითხვებს უპასუხა.

თბილისის საქალაქო სასამართლო შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას სამომავლოდაც გეგმავს.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. "საქართველოს სასამართლოების" სახელით დარეგისტრირებულ გვერდზე, სადაც დეკანოზის საჯარო ლექციის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ინტერნეტ-მომხმარებლები კრიტიკულ კომენტარებს ტოვებენ:

"სირცხვილია ამ რასისტი, სექსისტი და ჰომოფობი ადამიანის მოწვევა სასამართლოში და მერე ამ ყველაფრის ამაყად დაშეარება სასამართლოების ოფიციალურ გვერდზე"

"ვავა! ვავა! თემიდას წესს უგებს? :))"

" ვაი, თქვენ პატრონს!"

"ეს რა ცირკია, ამ ინკვიზიციით გინდათ ევროპაში შესვლა?"

"ზანგები ცოდვებმა გააშავაო'' არ უთქვამს?"

"ვაი, თქვე საცდავებო, რეებს წერთ"

"ამის შემდეგ ამ პროკურატურის იმედი როგორ უნდა მქონდეს? გარდა ამისა, ეს დეკანოზი ის ვაჟბატონი არ არის, სტალინი რომ ევასება?"

ნიკა მელიას ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე ბრმა ტყვიით მოკლული ქალი "შსს-ს თანამშრომლების ღრეობას" ემსხვერპლა

დღის ფოტო ქუთაისიდან - დაცარიელებულ ქალაქში ველოსიპედების ავარია მოხდა

"ბევრი ქართველია არალეგალურად... მთელ ფულს საქართველოში გზავნიან, დადგა შავი დღე და პურის ფულიც კი არ აქვთ" - რას ყვება იტალიაში მცხოვრები 25 წლის ემიგრანტი