მოდელები "ბიბლუსთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ

მოდელები "ბიბლუსთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ

მოდელები ლეიკემიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და დღეს "ბიბლუსთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ.

სამოდელო სააგენტო "ლუქ-მოდელსის" მოდელებმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს, "ბიბლუსმა" კი პატარები წიგნებით დაასაჩუქრა. მოდელებმა ბავშვებთან ერთად დახატეს და სურათები გადაიღეს.

სამოდელო სააგენტო "ლუქ-მოდელსის" და ჟურნალ "სითის" ორგანიზებით მაისში საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელშიც ქართული მოდის სფეროს წარმომადგენლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდებიან.

"დღეს მოვედით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრში, გავეცანით მათ სურვილებს და გავერთიანდით ქართველი მოდელები, რათა მათ დავეხმაროთ. ძალიან კარგი იქნება თუ საზოგადოება მაქსიმალურად ჩაერთვება. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო დავეხმარებით ბავშვებს და მეტ სიცოცხლეს გადავარჩენთ. დღეს საჩუქრებთან ერთად სახატავები მოვუტანეთ პატარებს, გვინდა, რომ მათ დახატონ. შემდეგ მაისის ბოლოს საქველმოქმედო საღამოზე ამ მაისურებს გამოვიყენებთ და ბავშვებს დავურიგებთ", - განაცხადა სააგენტო "ლუქ-მოდელსის დამფუძნებელმა ნინო ცქიტიშვილმა.

"ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსის, თათა დგებუაძის თქმით კი, მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ პერმანენტულად ითანამშრომლებს იაშვილის კლინიკის მენეჯმენტთან.

"ბიბლუსი" შეუერთდა მოდელების აქციას "მოდელები ლეიკემიის წინააღმდეგ." დღეს ერთად მოვედით იაშვილის კლინიკაში და ბავშვები მოვინახულეთ. ვეცადეთ გაგველამაზებინა მათთვის ეს დღე. სამომავლოდაც ჩავატარებთ მსგავსი ტიპის აქციებს და ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოით ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა ბიბლუსის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა თათა დგებუაძემ.

ლეიკემია, რომელიც სიმსივნური დაავადებების რიგს მიეკუთვნება, ბავშვთა ონკოლოგიაში სიხშირით პირველ ადგილზეა. საქართველოში ყოველწლიურად, ლეიკემიით 50-მდე ბავშვი ავადდება. გაჯანსაღების მაჩვენებელი 70%-ია. ამ დაავადების მიზეზი მსოფლიოსთვის უცნობია. მწვავე ლეიკემიის მატების ტენდეცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში არ ფიქსირდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია